ლოკომოტივი-შუქურა 0:3 - უკეთესს რომ ვერ ინატრებ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"შუქურამ" სენსაციური გამარჯვება იზეიმა თბილისში. დიდ ფეხბურთში პირველად დამოძღვრა გუნდი გიორგი შაშიაშვილმა და დებიუტი ისეთი გამოუვიდა, უკეთესს რომ ვერ ინატრებ.

ამ შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოუგებელი აღარავინ დარჩა. ერთხელაც დამტკიცდა, რომ მიმდინარე ჩემპიონატში პროგნოზების კეთება წყლის ნაყვაა და მეტი არაფერი.

ჩვენ თვალწინ გადაიშალა პირველი ფურცელი შაშიაშვილის სამწვრთნელო კარიერის - საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველისა, ვისაც საფეხბურთო ერუდიციისა თუ პირადი ინტელექტის გამო მუდამ ეტყობოდა, რომ ხელს ამ უაღრესად საპასუხისმგებლო საქმეს მოჰკიდებდა...

სხვა შუქურა
შაშიაშვილის დებიუტი "შუქურას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისეთი აღმოჩნდა, ბევრი
რომ ვერ წარმოიდგენდა. ეროვნული ჩემპიონატის უდავო აუტსაიდერმა გასვლაზე შანსი არ დაუტოვა ფავორიტ "ლოკომოტივს", რომელიც ბოლო დროს კრიზისში კია, მაგრამ მწვრთნელ-ფეხბურთელებით ქართულ საფეხბურთო სინამდვილეში ერთობ ანგარიშგასაწევი ძალაა.

აქამდე ქობულეთური კლუბი რაღაცნაირად ინერტული, ბედს შეგუებული ჩანდა. არავინ იცის, ამ მოკლე ხანში მოტივაციის რომელ ელექსირს მიაგნო ახალმა და ახალგაზრდა მწვრთნელმა, მაგრამ ფაქტია - გუნდი სრულიად გარდაისახა!

საკმარისია, აღინიშნოს, რომ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში ეს იყო "შუქურას" პირველი გამარჯვება. რაც მთავარია, გამოიღვიძეს ლიდერებმა - კარგი მატჩი ჩაატარეს გიორგი კალანდაძემ, ირაკლი კლიმიაშვილმა და სანამ მინდორზე იყო - სანდრო გურულმაც, ლევან კუტალია კი პარტნიორებს შორის გამორჩეული გახლდათ.

რა სჭირს ლოკომოტივს?
რა ხდება რკინიგზულ კლუბში, ამაზე მხოლოდ ვარაუდი თუ შეიძლება. ამ გუნდს ჩვენში ერთ-ერთი გამორჩეული, საქმის კარგად მცოდნე მწვრთნელი ჰყავს. ჩავარდნა ყველა გუნდშია და ვერც "ლოკომოტივი" იქნება გამონაკლისი. ახლა საკითხავი ისაა, გიორგი დევდარიანის გარეშე გამოვა "ელმავალი" ჩიხიდან თუ მასთან ერთად?

ფეხბურთელებზე კი ცალკე: რა თქმა უნდა, შედეგზე მთავარი პასუხისმგებელი პირი ყოველთვის გუნდის დამრიგებელია, მაგრამ ისე, როგორც გუშინ "ლოკომოტივმა" ითამაშა, უმწვრთნელოდაც არ უნდა ითამაშო.

არადა, საქართველოს კვალობაზე, კონტინგენტი ისეთია, კაცი ვერაფერს დაუწუნებს. ალბათ, უფრო პირიქით...

მატჩის სტენოგრამა
13' - გოლი! ირაკლი კლიმიაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გიორგი კალანდაძემ თავურით დააწინაურა "შუქურა".
16' - გოლი! "შუქურა" ორი ბურთით დაწინაურდა. დავით უბილავას შეცდომის შემდეგ ბურთი სანდრო გურულმა მოიგდო და ეპიზოდი ცივსისხლიანად გადაწყვიტა.
25' - უბილავას საჯარიმოს შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ქობულეთელს მოხვდა და კინაღამ გოლი გავიდა.
30' - ვატო არველაძის დარტყმულს ილია სტურუა ადგილზე დახვდა.
31' - ირაკლი სიხარულიძის დარტყმული "შუქურას" მცველმა დაბლოკა.
41' - უბილავას ჩაწოდების შემდეგ გიორგი ხიდეშელს მახვილი კუთხიდან გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა.
45' - გოლი! ქობულეთელთა შეტევა. საჯარიმოში ლევან კუტალია წააქციეს და დაინიშნა 11-მეტრიანი, რომელიც თავად დაზარალებულმა აქცია გოლად, ზუსტად დაარტყა რა მარჯვენა მაღალ კუთხეში.
60' - ირაკლი კომახიძის ძლიერი დარტყმა "შუქურას" კარს მცირე მანძილით ასცდა.
64' - ირაკლი კლიმიაშვილის საჯარიმო. რევაზ თევდორაძე ბურთს ადგილზე დახვდა.
65' - სიხარულიძის თავური და სტურუა მშვიდად ეუფლება ბურთს.
90' - თორნიკე მუზაშვილის შესანიშნავი მომენტი. "შუქურა" აშკარად გადარჩა.

ეროვნული ლიგა. XV ტური
28.05. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ლოკომოტივი-შუქურა 0:3
გოლები: 0:1 კალანდაძე (13), 0:2 გურული (16), 0:3 კუტალია (45-პენ)
ლოკომოტივი (4-5-1): თევდორაძე - გაბაძე (46. მენთეშაშვილი), ჭანტურია, ხიდეშელი, ღონღაძე (70. მუზაშვილი) - უბილავა, არველაძე, არდაზიშვილი, კომახიძე, ქავთარაძე (35. დიასამიძე) - სიხარულიძე.
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩიტეიშვილი, თომაშვილი, სამურკასოვი
მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
შუქურა (4-5-1): სტურუა - ცეცხლაძე, კალანდაძე, ბ. მახარაძე, ჩაჩუა - შალამბერიძე (70. მალაზონია), ჟეფინიო, კლიმიაშვილი, გურული (52. დაგარგულია), არქანია (80. ართმელაძე) - კუტალია.
სათადარიგოები: კამინსკი, მალაზონია, ჭეჭელაშვილი, კლეცკოვი, ჭეჟია
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
გაფრთხილება: ხიდეშელი (45), კალანდაძე (48)
არბიტრი: ბ. ნინუა.

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 11
ბ. არაბული (დინამო თბ) 9
მ. გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8
მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 8
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 8.

მომდევნო ტური
1 ივნისი, ხუთშაბათი
შუქურა-დინამო (თბ) 17:30
დინამო (ბთ)-საბურთალო 20:00

2 ივნისი. პარასკევი
სამტრედია-კოლხეთი 17:30
ჩიხურა-ტორპედო 17:30
დილა-ლოკომოტივი 19:30.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყიდეტ ყიდეტ ტამასჰები და დიდი კუშები დასვით. ამას პატარა ბავშვიც მიხვდება. გასვლაზე 5-0 ანუ მეტი ბურტიი.
vai vai
29 მაისი 2017 17:45
0
lokomotivma qobuletis stadionze kolxets 5upasuxo goli gautana mere samtredis stadionze qobulets 5upasuxo goli gautana xolo lokomotivis stadionze gadasarev mindorze 1-2agebs fotan mere imave mindorze 0-3agebs qobuletan da amis shemdeg ejvi mijdeba 100procentit ortave tamashi gakida lokomotivma kulebi samaod dagrova gavardna axar emukreba da ukve tamashebs kidis 10tamashidan fotsac da qobulets lokomotivi mougebs da agebs es ukve gakidvazea mianishnebs
ramazi
29 მაისი 2017 17:07
0
Haershi eset sityvebs nu isvrit ras kvia gaketebuli !!! Iseti chempionatia ver gaigeb vin vis mougebs da magitomac gaxda saintereso !!! Kvela titkmis erti donis gundebia , prosta zogma adre zogma gvian moumata!!!
Eke
29 მაისი 2017 16:36
0
jurnalistebs nutu echvi ar gichndebatt.. es tu ar iyo gaketebuli tamashi aba romeli iyoo.
daichiret chelebadzee
29 მაისი 2017 15:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული