ქუთაისის "ტორპედომ" მათე კვირკვია და დავით ხურციძე დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" საინტერესო ტრანსფერები განხორციელდა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პირველი შენაძენი მათე კვირკვიაა - 20 წლის სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელი, ბოლო პერიოდის უდავოდ ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ.

მან კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, უთამაშია "ზესტაფონსა" და "დილაში". მაგრამ უცნაურია, რომ 2016 წლის 1-ლი  ივნისის შემდეგ, როცა გორული კლუბი დატოვა, კვირკვია უგუნდოდ დარჩა, არადა, ჩამოსაწერი მოთამაშე ნამდვილად არ არის...

"ტორპედოს" მეორე ახალწვეული დავით ხურციძეა. 24 წლის ნახევარმცველი რუსეთის პასპორტს ფლობს და მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია. გამოდიოდა რუსი არმიელების
დუბლშემადგენლობასა და 19-წლამდელთა გუნდში, რომლის შემადგენლობაშიც იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში ულამაზესი გოლი აქვს გატანილი.

Sportall.Ge

შემდეგ ხურციძე ცსკა-დან განათხოვრებით წავიდა პენზის "ზენიტში", სამი წლის წინ კი ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, სადაც 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოში დიდხანს არ გაჩერებულა და სომხური "ულისეს" ფორმით ევროპალიგაზე ითამაშა. მერე ხურციძე რუსეთში დაბრუნდა და "არმავირში" გამოდიოდა, საიდანაც პრემიერლიგის "ამკარში" აღმოჩნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი ჩემპიონატში თუ იზამენ რამეს საევროპოდ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებია საჭირო იმედია მოიყვანენ ვინმე წესიერს
dato
15:43 29-05-2017
0
მეტი ვინ უნდა მოიყავნონ უკვე 26 კაცი ჰყავთ კლუბში,ფული არა აქვთ და აუქციონი არ შესდგა,ზაალმა უარი თქვა კლუბის ყიდვაზე. 500 ლარიან ხელფასზე ხომ არ ირბენენ?
აი ეს კლავს ქართულ ფეხბურთს
"უპატრონობა"
ეს ჯერ დასაწყისია პრობლემების.
გარინჩა
16:38 29-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული