ქუთაისის "ტორპედომ" მათე კვირკვია და დავით ხურციძე დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" საინტერესო ტრანსფერები განხორციელდა. ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

პირველი შენაძენი მათე კვირკვიაა - 20 წლის სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელი, ბოლო პერიოდის უდავოდ ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ.

მან კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, უთამაშია "ზესტაფონსა" და "დილაში". მაგრამ უცნაურია, რომ 2016 წლის 1-ლი  ივნისის შემდეგ, როცა გორული კლუბი დატოვა, კვირკვია უგუნდოდ დარჩა, არადა, ჩამოსაწერი მოთამაშე ნამდვილად არ არის...

"ტორპედოს" მეორე ახალწვეული დავით ხურციძეა. 24 წლის ნახევარმცველი რუსეთის პასპორტს ფლობს და მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია. გამოდიოდა რუსი არმიელების
დუბლშემადგენლობასა და 19-წლამდელთა გუნდში, რომლის შემადგენლობაშიც იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში ულამაზესი გოლი აქვს გატანილი.

Sportall.Ge

შემდეგ ხურციძე ცსკა-დან განათხოვრებით წავიდა პენზის "ზენიტში", სამი წლის წინ კი ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, სადაც 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოში დიდხანს არ გაჩერებულა და სომხური "ულისეს" ფორმით ევროპალიგაზე ითამაშა. მერე ხურციძე რუსეთში დაბრუნდა და "არმავირში" გამოდიოდა, საიდანაც პრემიერლიგის "ამკარში" აღმოჩნდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რაის აუქციონი? ხუმრობთ? ერთ კაცთან გარიგებას აუქციონი როდიდან ქვია? იუმორის გრძნობა გქონიათ, მაგრამ ეს ნამეტანია. არ ზრუნავენ ტორპედოზე და მის მომავალზე დღევანდელი მესვეურები. ტენდერი საერთაშორისო გააკეთეთ და მოიზიდეთ უცხოელი ინვესტორი. გადადეთ ტენდერის ვადა სამი თვით და ეს სამი თვე ინტენსიური სარეკლამო კამპანია, პიარკამპანია, კონტაქტები დაამყარეთ უცხოურ ბიზნეს ჯგუფებთან და გააცანით გუნდი. მოიწვიეთ ინვესტორები. ნუ აკნინებთ ტორპედოს და ქუთაისის მნიშვნელობას, აქეთ შეგვეხვეწოს ინვესტორი! გადასაგდები და მოსაშორებელი არაფერი აქვს ქუთაისის, მითუმეტეს ტორპედო!
ლუკა
30 მაისი 2017 02:37
0
და ქუთაისი თუარა სხვა გუნდები ხო ვარგა საევროპოდ . კაი რა ნაკრები არაგყავს საშუალო ევროპული დონის და კლუბებს რაუნდა მოთხოვო რაც შეეხება გუნდის აუქციონით გასხვისებას ორ კვირაში კიდევ ჩატარდება აუქციონი და მეპატრონეც გამოჩნდება ისე მაშვინაც დავწერე რო ესეთი პირობებით ამხელა თანხას გიჟი თუ გადაიხდისთქო და ესეც მოხდა.ალბათ პირობებსაც ცოტა შეცვლიან
quTaiseli
29 მაისი 2017 19:39
0
და საიდან მოიტანე გარინჩა რო უარი თქვა ჩაჩავამ ყიდვაზე??? გუშინ თამაშზე იყო ზესტაფონში და უარი რო ეთქვა ზესტაფონში არ ჩამოვიდოდა ტორპედოს საგულშემატკივროდ. აუქციონი გაიმართება 2 კვირაში და განახევრდება ფასი და მყიდველიც მაშინ გამოჩნდება ;)
davit
29 მაისი 2017 18:43
0
http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/chempionati/104133-qtorpedoq-auqcionzea-ra-pirobebi-unda-daakmayofilos-myidvelma.html profesional 01:15 14-05-2017 26 მაის საღამოს ასე 15:00 საათის შემდეგ შემეხმიანეთ და 1 ლარს ვიხდი ათკაპიკანებით 10 ცალს ნეტა იმის თავში ჩამახედა ეს მოთხოვნები ვინც ჩამოწერა ხო კიდე ის გამოგრჩათ ახალმა მფლობელმა პირველივე წელს 2017.2018 ჩემპიონთა ლიგა რო უნდა მოიგოს აუცილებლად
profesional
29 მაისი 2017 17:54
0
მეტი ვინ უნდა მოიყავნონ უკვე 26 კაცი ჰყავთ კლუბში,ფული არა აქვთ და აუქციონი არ შესდგა,ზაალმა უარი თქვა კლუბის ყიდვაზე. 500 ლარიან ხელფასზე ხომ არ ირბენენ?
აი ეს კლავს ქართულ ფეხბურთს
"უპატრონობა"
ეს ჯერ დასაწყისია პრობლემების.
გარინჩა
29 მაისი 2017 16:38
0
ესენი ჩემპიონატში თუ იზამენ რამეს საევროპოდ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებია საჭირო იმედია მოიყვანენ ვინმე წესიერს
dato
29 მაისი 2017 15:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული