პირველი შენაძენი მათე კვირკვიაა - 20 წლის სწრაფი და ტექნიკური თავდამსხმელი, ბოლო პერიოდის უდავოდ ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა, რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი გახლდათ.
მან კარიერა "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო, უთამაშია "ზესტაფონსა" და "დილაში". მაგრამ უცნაურია, რომ 2016 წლის 1-ლი ივნისის შემდეგ, როცა გორული კლუბი დატოვა, კვირკვია უგუნდოდ დარჩა, არადა, ჩამოსაწერი მოთამაშე ნამდვილად არ არის...
"ტორპედოს" მეორე ახალწვეული დავით ხურციძეა. 24 წლის ნახევარმცველი რუსეთის პასპორტს ფლობს და მოსკოვის ცსკა-ს აღზრდილია. გამოდიოდა რუსი არმიელების
შემდეგ ხურციძე ცსკა-დან განათხოვრებით წავიდა პენზის "ზენიტში", სამი წლის წინ კი ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, სადაც 5 მატჩში 2 გოლი გაიტანა. საქართველოში დიდხანს არ გაჩერებულა და სომხური "ულისეს" ფორმით ევროპალიგაზე ითამაშა. მერე ხურციძე რუსეთში დაბრუნდა და "არმავირში" გამოდიოდა, საიდანაც პრემიერლიგის "ამკარში" აღმოჩნდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"