ვინ არის კრიზო? თბილისის "დინამოში" მილანის "ინტერის" აკადემიის აღზრდილი ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" მილანის "ინტერის" აკადემიის აღზრდილი, კოტდივუარელი თავდამსხმელი ნოჰორე კრიზო ისინჯება.

ის 19 წლისაა. თამაშობდა ბელორუსულ "სლუცკში", მოლდოვურ "საქსანსა" და უზბეკურ "ლოკომოტივში". ის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს.

რა წარმოდგენა შეექმნა ეროვნული ლიგის ლიდერის თავკაცობას კრიზოზე, ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ამასაც მალე გავიგებთ, როცა კოტდივუარელის მომავალი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" ნიგერიელ მოჰამედ ალიუსაც აკვირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ქართველი ბავშვები აღზარდეთ,გესმით ქართველები,დაანებეთ თავი ამ ვიღაც ლეგიონერებს.
0
გირჩევთ ჯაბა დვალი აიყვანოთ, გამოცდილი ფეხბურთელი თუ გინდათ
გიო
18:36 30-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული