ვინ არის კრიზო? თბილისის "დინამოში" მილანის "ინტერის" აკადემიის აღზრდილი ისინჯება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" მილანის "ინტერის" აკადემიის აღზრდილი, კოტდივუარელი თავდამსხმელი ნოჰორე კრიზო ისინჯება.

ის 19 წლისაა. თამაშობდა ბელორუსულ "სლუცკში", მოლდოვურ "საქსანსა" და უზბეკურ "ლოკომოტივში". ის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს.

რა წარმოდგენა შეექმნა ეროვნული ლიგის ლიდერის თავკაცობას კრიზოზე, ეს ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ამასაც მალე გავიგებთ, როცა კოტდივუარელის მომავალი გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" ნიგერიელ მოჰამედ ალიუსაც აკვირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 20 /
ერთხელ დავწერე და კიდევ გთხოვთ დაწეროთ,რა გვარია პიროვნება,რომელიც არჩევს, სთავზობს,განაგებს ტრანსფერების საკითხს "დინამოში".ფიფიას ამ ფეხბურთელის არსებობა ასი წელი არ ეცოდინებოდა.ვის მოყავს ეს ყოვლად უვარგისი ფეხბურთელები ასეთ სახელოვან გუნდში.ვეტერანებო ხმა ამოიღეთ არ გიტყდებათ თქვენ გუნდს ასე მასხრად რომ ექცევიან.რა ვიცი ინტერვიუებში კაცმა რომ გკითხოთ "დინამო"თქვენი ცხოვრების ნაწილია.ერთხელ ვინმეს დაგცდენი იათ სიტყვა,ეს ვინები მოყვავთო.
კახა ქირია
16:39 30-05-2017
0
აბა ჰა წამოვიდა აფრიკა აბა ჰე,კონა ათი შაური!!!! თქვე დალოცვილებო გადით ქალაქიდან და ტალანტები საქართველოს ეზო კარში, სკოლებში ეძიეთ და აღზარდეთ, ახლა რა ამ ფერადებს უკრათ ტაში? მერე ნაკრებს რა ვირის თავფეხი?????
გიორგი
16:42 30-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული