14 მაისს, "საბურთალოსთან" შეხვედრის მე-9 წუთზე, 21 წლის თავდამსხმელი წაიქცა და შესაცვლელი გახდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტრავმა საკმაოდ სერიოზული გამოდგა.
როდის დაუბრუნდება გავაშელიშვილი მოედანს და "ლოკომოტივს"? ამის გასარკვევად ფეხბურთელს დავუკავშირდით:
"საბურთალოსთან" კუნთი გამიწყდა და მას შემდეგ მესამე კვირა დაიწყო, რაც ვმკურნალობ. საბედნიეროდ, ეს მაინც არ იყო ყველაზე მძიმე ფორმის ტრავმა, დაზიანება ზედაპირული აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას, გადავრჩი.
ახლა თავს კარგად
მისი თქმით, მსგავსი რამ ადრეც მოსვლია:
"ახლაც ზუსტად იგივე ტრავმა მაქვს, რაც 2015 წელს მქონდა. მაშინ ნორვეგიაში მივდიოდი "სტაბეკთან" კონტრაქტის გასაფორმებლად, ხელშეკრულებაც მზად იყო და ჩემი ხელმოწერაღა აკლდა, მაგრამ...
წასვლამდე დავშავდი, ვეღარ წავედი და უცხოეთში თამაშის იმედი გადამეწურა... ასეთია ფეხბურთელის ცხოვრება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"