"ჩელე არენაზე" ანგარიში მე-7 წუთზე ლევან კუტალიამ გახსნა და მასპინძლები გაახარა, მაგრამ დროებით. ქობულეთელებმა შესვენებამდე სამი გოლი მიიღეს. მე-15 წუთზე ბაჩანა არაბულმა გაათანაბრა, მე-20 წუთზე რომან ჩაჩუამ ავტოგოლი მიითვალა, ხოლო 28-ზე უკვე საბა ლობჟანიძემ შეაგდო. საბოლოო ანარიში მეორე ტაიმის დასაწყისში დაფიქსირდა - თავი შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კუციამ (47) გამოიჩინა.
ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის "დინამოს"
ტურის კიდევ ერთი მატჩი დღეს მოგვიანებით გაიმართება - 20:00 სთ-ზე ბათუმში, ადგილობრივი "დინამო" თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლებს, დარჩენილი სამი შეხვედრა კი ხვალ, 2 ივნისს ჩატარდება.