ბათუმის "დინამო" მშობლიურ ქალაქში კვლავ ვერ იგებს - გუნდმა თბილისის "საბურთალოს" "რაგბი არენაზე" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი ლაშა შინდაგორიძე გახდა, რომელმაც ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის "დინამომ" XVI ტურის მატჩი ახალი მთავარი მწვრთნელის, კონსტანტინ ფროლოვის ხელმძღვანელობით ჩაატარა.
- ეროვნული ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" ქობულეთში მოიგო