იყო ინფორმაცია აფრიკელთა შესაძლო დამატებაზე, მაგრამ განელი სადათ ბუკარი და სენეგალელი მუსამბა სამბუ ჯერ არსად ჩანან. ამ მომენტისთვის გუნდს მხოლოდ რუსი გარემარბი კონსტანტინ ბელოვი დაემატა.
განახლების პროცესში, ცხადია, გუნდი რამდენიმე მოთამაშეს შეელევა. პირველი ასეთი რუდოლფ სუხომლინოვი აღმოჩნდა. "სამტრედიას" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 24 წლის უკრაინელმა მცველმა კლუბი უკვე დატოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
სწორს წერს ეს კაცი- თუ ფულს ხელს მოუჭერენ და არ დაიხარჯებიან წესიერი ვერავინ მოვა და შერცხვება კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზეც და საქართველოს ჩემპიონატზეც. რაა აქ საწყენი? როცა ადამიანს სახე მახინჯი აქვს სარკეს კი არ უნდა ეჩხუბოს სიმართლე რატომ დამანახეო :) სახეს უნდა მიხედოს :)
წარმატებები სამტრედიას.