"სამტრედია": ბელოვი დაემატა, სუხომლინოვი წავიდა, აფრიკელები ჯერ არ ჩანან

AutoSharing Option
"სამტრედიაში" საკადრო ცვლილებები რომ აუცილებელი იყო, ეროვნული ლიგის პირველივე წრეში გამოჩნდა. გუნდის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა გაძლიერებაზე ფიქრობს.

იყო ინფორმაცია აფრიკელთა შესაძლო დამატებაზე, მაგრამ განელი სადათ ბუკარი და სენეგალელი მუსამბა სამბუ ჯერ არსად ჩანან. ამ მომენტისთვის გუნდს მხოლოდ რუსი გარემარბი კონსტანტინ ბელოვი დაემატა.

განახლების პროცესში, ცხადია, გუნდი რამდენიმე მოთამაშეს შეელევა. პირველი ასეთი რუდოლფ სუხომლინოვი აღმოჩნდა. "სამტრედიას" მმართველი დირექტორის, პაატა შალამბერიძის თქმით, 24 წლის უკრაინელმა მცველმა კლუბი უკვე დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძნელია Jango-ს არ დაეთანხმო. ლეგიონერები თუ ჩვენებს ათი თავით არ ჯობნიან, ისინი გუნდში არ უნდა აიყვანონ და კლუბში გაზრდილი ახალგაზრდები ათამაშონ. თან რამოდენიმე წელი უნდა აიკრძალოს 21 წლამდე ფეხბურთელებისგასხვისება, თორემ ვინც ცოტა გაიფორთხიალა, ყველა გარბის. თუ ქართული გუნდების წინსვლა გვინდა სწორედ მათზე უნდა იყოს გაკეთებული აქცენტი და აღმზრდელი კლუბიც ბევრად მეტს მოიგებს ჩამოყალიბებულ ფეხბურთელის გაყიდვით. დღესდღეობით მგონი ამ აკრძალვის შემოღება შემოღება ქართულ ფეხბურთს წაადგება.
murtalo
06 ივნისი 2017 16:40
0
მუსამბაზე თქვეს რომ სამტრედიაშია,ეგაა რომ ფეხი სტკივაო. სადათ ბუქარი იცინის,ესენი ხომ არ გადახურდნენ რა მინდა სამტრედიაშიო,რუმინეთში ვარ და ვგულაობო.სუხომლინოვი კი არა ბელოვი იყო გასაშვები,ან როგორც მინიმუმ ორივე ერთად.
სწორს წერს ეს კაცი- თუ ფულს ხელს მოუჭერენ და არ დაიხარჯებიან წესიერი ვერავინ მოვა და შერცხვება კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზეც და საქართველოს ჩემპიონატზეც. რაა აქ საწყენი? როცა ადამიანს სახე მახინჯი აქვს სარკეს კი არ უნდა ეჩხუბოს სიმართლე რატომ დამანახეო :) სახეს უნდა მიხედოს :)

წარმატებები სამტრედიას.
Jango
06 ივნისი 2017 15:25
0
რას გულისხმობთ ამ ჩასვრაში ვერ ვიგებთ ერთი ეტაპის გადალახვა ჩვენთვის იქნება ზეიმი და დანარჩენებს ვისაც არ დაგაკმაყოფილებთ სხვა გუნდებს მოთხოვეთ.
samtredski
06 ივნისი 2017 13:14
0
თუ ფულს მოუჭერენ და არ დაიმატებენ არავის ,ჩავთვალოთ ,რომ ჩაისვრიან სასტიკად....
vai tqvens patrons
06 ივნისი 2017 12:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული