ცნობილია, რომ პოპულარული იმერული კლუბი ქალაქის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მაგრამ უკეთესი პირობები რომ ჰქონდეს, აუქციონზე გაიტანეს. ეს მაისში მოხდა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ქუთაისის "ტორპედოს" აქტივები 584 ათას ლარად შეაფასა.
პირველი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა და გუნდი ვერ გაიყიდა. ამის შემდეგ ქუთაისის მერიამ განმეორებითი აუქციონი 1-ელ ივნისს გამოაცხადა, რომლის ვადაც დღეს, 15 საათზე ამოიწურება. ამჟამად, კლუბის საწყისი ფასი განახევრებულია და 295 ათას ლარს შეადგენს.
ტენდერის პირობებით, 2017
"ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდში ორი ახალი მოთამაშე, მათე კვირკვია და დავით ხურციძე კი მიიწვიეს, მაგრამ მათი დატოვება ვერ ხერხდება. ის იმედოვნებს, რომ კლუბს ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავა შეიძენს, რაც ამ და ბევრი სხვა პრობლემის მოგვარების საფუძველი გახდება.
აქვე ვიტყვით, რომ აუქციონზე მხოლოდ ქუთაისის "ტორპედოს" სახელი გაიყიდება და არა - გუნდის მიერ გამოყენებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა: რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი და საღორიას ბაზა. ორივე ობიექტი ქუთაისის მერიის ბალანსზეა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"