ეროვნული ლიგა. XVII ტური: "ჩიხურამ" ტატანაშვილის ჰეთ თრიქით მოიგო

AutoSharing Option
16 ივნისს ეროვნული ლიგის XVII ტურის მატჩი გაიმართა.

ფოთის "კოლხეთმა" ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის მე-60 წუთზე "კოლხეთი" კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მოედნიდან ცოტნე ქებურია გააძევა. 67-ე წუთზე კი დიმიტრი ტატანაშვილმა შეძლო ანგარიშის გახსნა.

75-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა გაათანბრა, ხოლო 86-ე წუთზე ტატანაშვილმა უკვე დუბლი გაიფორმა და "ჩიხურა" წინ გაიყვანა. 94-ე წუთზე ტატანაშვილმა ჰეთ თრიქის გაფორმება შეძლო.

ამ გამარჯვების შემდეგ "ჩიხურას" 26 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ტატანას,კაი გოლები გაიტანა.გუნდიც მეტ ნაკლებად მოძრაობდა,ცოტა მარცხენა ფლანგი პასიურობდა,მოწინააღმდეგის გაძევება გორგიაშვილის დამსახურებაა,ისე ერთი შეხებით ვერავინ ვერ თამაშობს გორგისავით ვერც აქ და ვერც ნაკრებში.მარჯვნიდან კორიფაძეც საუკეთესოა და იმსახურებს მეტ ყურადღებას.გილოცავ ჩიხურა.
videoreferee
09:54 17-06-2017
0

სიახლეები პოპულარული