გთავაზობთ ამონარიდს "ინტერნეტკონფერენციიდან".
მკითხველი:
- გამარჯობა, ლევან. მახსოვს შენი პირველი წარმატება, პირველი დიდი გოლი და მას მოყოლილი უიღბლო პერიოდი, რომელიც ჯერჯერობით, მე ასე ვხედავ, არ დამთავრებულა. მზად ხარ თუ არა, ახალი მონდომებით, შემართებით და თავდადებით ყველას აჩვენო (მათ შორის, უცხოელ სპეციალისტებსაც), რომ შენს ასაკში ყველაფრის თავიდან დაწყება შესაძლებელია და სავსებით რეალურიც? ყველა
- დრო გვიჩვენებს, რამდენად მზად ვარ. ტრავმებმა ძალიან გამაწვალა. "სლავიასთან" ერთად მიზნად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მქონდა დასახული. ჩემს შანსს აქ ვხედავდი, ამისთვის ვიბრძოდი, ვუძლებდი კონკურენციას, რომელიც ჩემს პოზიციაზე დიდი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ისევ ტრავმა და აგერ, ცხრა თვეა, ისევ ფეხბურთის გარეშე ვარ. მსგავსი უიღბლობა იშვიათობაა...
აშენებ, აშენებ და ბოლოში მისული ტრავმას იღებ, რომელიც ფსიქოლოგიურ დარტყმას გაყენებს, თუმცა მე ვცდილობ, დავბრუნდე და კვლავ ვითამაშო ფეხბურთი.
ფეხბურთი იმ სიამოვნებას ვეღარ მანიჭებს, რომელსაც 17-18 წლის ასაკში. მაშინ მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი, ტრავმების მერე კი მუდმივად შიშს ვგრძნობ. ვცდილობ ამ ყველაფრის გადალახვას, თუმცა მიჭირს. ყველა გამიგებს და დამეთანხმება, ვისაც კი მძიმე ტრავმა გადაუტანია.
მკითხველი:
- ლევან, შეიძლება ითქვას, რომ შენი კარიერა გადატვირთვის ეტაპზეა. როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ეროვნული ლიგა შენთვის უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ტრამპლინად გამოდგეს, თუ ამის იმედი ნაკრების თამაშებში უფრო გაქვს?
- ევროპაში მითამაშია და მწვრთნელები ასე თუ ისე მიცნობენ. ბევრ მწვრთნელთან მქონია შეხება და იციან ჩემი ტრავმების შესახებ, იციან, რა დროც დავკარგე მათ გამო.
არ ვიცი, გამომიძახებენ თუ არა ნაკრებში მაშინ, როცა კვლავ ავთამაშდები. ჩემს შესაძლებლობებს ალბათ იცნობენ, მაგრამ საუკეთესო ფორმაში მყოფსაც კი ნაკლებად მეძლეოდა შანსი ნაკრებში.
სრული "ინტერნეტკონფერენციის" ნახვა აქ შეგიძლიათ - ლევან ყენიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა.