"სამტრედია" ჩემპიონთა ლიგისთვის ნიკა საბანაძეს იმატებს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის "ტორპედოს" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ნიკა საბანაძე კარიერას "სატრედიაში" გააგრძელებს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საბანაძემ უკვე დატოვა "ტორპედო" და "სამტრედიას" შეუერთდება.

2010-14 წლებში საბანაძე "ტორპედოში" თამაშობდა და მაშინ 92 ჩატარებულ მატჩში ფორვარდმა 23 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ის "ზესტაფონში" გადაბარგდა, შემდეგ - თბილისის "დინამოში", 2015 წლის იანვარში კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა, მაგრამ დიდი ხანი არ გაჩერებულა - ნიკა იმავე წლის აგვისტოში "საბურთალოში" გადავიდა.

"საბურთალოს" შემდეგ იყო მარტვილის "მერანი", რომელთან ერთადაც საბანაძემ თასის ფინალი ითამაშა და წააგო, შემდეგ
ისევ "ტორპედოს" დაუბრუნდა, ახლა კი "სამტრედიისთვის" შეუტევს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მეც გამოვადგები ლიგისტვის სამტრედიააას :)
0
mec gamovadgebi ligistvis samtredias :)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული