ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 0:3 წააგო.
ირაკლი სიხარულიძემ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, მეორეში კი გოლი გიორგი რეხვიაშვილმა გაიტანა.
მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე გორის "დილას" უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.
მე-10 წუთზე დილა ჟან დერეტის გოლით დაწინაურდა, 24-ე წუთზე გიორგი დათუნაიშვილმა გაათანაბრა, მაგრამ 51-ე წუთზე "დილა" ისევ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დააწინაურა.
83-ე წუთზე დავით რაჟამაშვილმა გაათანაბრა, ხოლო სტუმარი გიორგი პაპავას გაძევების შემდეგ, "სამტრედია" 87-ე წუთზე ნიკა სანდოხაძემ
ტურის კიდევ სამი მატჩი 21 ივნისს ჩატარდება. ერთმანეთს "შუქურა"-"საბურთალო", "დინამო"(ბთ)-"კოლხეთი" და "დინამო"(თბ)-"ტორპედო" დაუპირისპირდებიან.