ქუთაისის "ტორპედო": კორობკა მოდის, საბანაძე უკვე სამტრედიაშია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" ახალი მეპატრონის, ზაალ ჩაჩავას მისვლა და საკადრო სიახლეების დაწყება ერთი იყო. ცნობილია, რომ მათე კვირკია, დავით ხურციძე და მერაბ მეგრელაძის შვილიშვილი, უმცროსი მერაბ მეგრელაძე სწორედ კლუბის გასხვისების შემდეგ დაიმატეს.

"ტორპედოს" ახალმა მეპატრონემ გაგვიმხილა, რომ გეგმაშია უკრაინელი ლეგიონერის დამატებაც. ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ვლადიმირ კორობკაზე - ფოთის "კოლხეთი 1913"-ის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც უკრაინის 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ.

კორობკა 27 წლისაა, "დნიპროს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2006-08 წლებში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა. უთამაშია სიმფეროპოლის "ტავრიაში" (2008-14), ასტრახანის "ვოლგარში" (2012),
ზაპოროჟიეს "მეტალურგში" (2013), "ტიუმენში" (2014), "ვიტებსკში" (2015), ხოლო 2016 წლის იანვრიდან ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელია.

საინტერესოა, რომ 2008-11 წლებში კორობკა "ტავრიაში" კარიერას რომ იწყებდა, იმ გუნდის ლიდერი ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის წევრი ვასილ გიგიაძე გახლდათ...

გაირკვა, რომ გუნდი დატოვა ნიკა საბანაძემ, რომელიც ამიერიდან "სამტრედიისთვის" გაიტანს. "ლელოს" ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი გუშინდლიდან უკვე ჩემპიონის განკარგულებაშია. სხვათა შორის, გია ცეცაძე მას "სამტრედიაში" სეზონის დაწყებამდეც იწვევდა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილიც ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში "ტორპედომ" უფრო მეტად იაქტიურა და...

"სამტრედია" საბანაძისთვის მეშვიდე კლუბია. "ტორპედოს" გარდა, მას უთამაშია "ზესტაფონში", თბილისის "დინამოში", "საბურთალოში", მარტვილის "მერანში", ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია ახნას (კვიპროსი) "ეთნიკოსში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
samcuxarod jer arnaxuli fiasko gardauvalia. rodis gvyavda dzlieri klubebi, magram es metismetia
levani
22 ივნისი 2017 11:14
0
Garinch es inches magari gararmatikit mozraob too. Sagol genacvale am dilidan kai xasiatze sheviqmeni xo ici shena e
Garinchas maswavlebelo
22 ივნისი 2017 10:29
0
გუნდი თუ არ გაძლიერდა შანსი არ აქვს... თავდასხმა და ცენტრი გასაძლიერებელია...
12
21 ივნისი 2017 23:34
0
სამწუხაროდ კლუბებს ევროპის საშუალო დონის ფეხბურთელის შეძენა არ შეუძლიათ.
საჩხერელი
21 ივნისი 2017 20:39
0
დოლიძეს 4 გოლი და 7 საგოლე პასი აქვს, კორობკამ რითინ გამოიჩინა თავი.
გოგა
21 ივნისი 2017 17:19
0
ნეტა მართლა, მარა სამტრედიას გაცილებით სუსტი გუნდი ჰყავს ახლა, ვიდრე შარშან გაბალამ რო გამოაგდო და ყარაბახს კიდე ევროპა ლიგის სოლიდური გამოცდილება უმაგრებს ზურგს და გაბალასაც ჯობია... მარა ბურთი ხო მრგვალია და იმედი ხო ბოლოს კვდება, გამოგადოთ ყარაბაღი, რატომაც არა :))
Irakli apkhaidze
21 ივნისი 2017 17:05
0
Irakli apkhaidze, შენს პირს შაქარი ძმა, მაგრამ მე ყველაზე უფრო საჩხერის ჩიხურა მადარდებს. გუშინ ისე უკბილოდ წააგო ლოკომოტივთან, რომ.... ასეთი თამაშით ევროპაზე არაფერი ესაქმება. რაც შეეხება სამტრედიას, შანსი მას უფრო აქვს, ვიდრე ყარაბახს და როტომ. იმიტომ რომ აზერების ჩემპიონატი მაისში დამთავრდა და გუნდი ჯერ არ შეკრებილა. ჩვენთან კი შუა სეზონია და სამტრედია უფრო გახურებულია. სიტუაციით უნდა ისარგებლოს შემწვარი ვარიების ქალაქის გუნდმა და მოისროლოს ყარაბაღი გათამაშებიდან. ასეც მოხდება...
arsena marabdeli
21 ივნისი 2017 16:53
0
ფორვადს ფული უნდა.
გივი
21 ივნისი 2017 16:44
0
ყველა ქართულ გუნდს წარმატება უპირველეს ყოვლისა! სამტრედიის გარდა არც ერთი არ ჩანს წინასწარ განწირულად და ტორპედოს ბოლო დროინდელი პროგრესიდან გამომდინარე შეიძლება მცირე ფავორიტადაც მივიჩნიოთ წყვლიში (55-45) თან ჩვენთან გახურებული სეზონია
Irakli apkhaidze
21 ივნისი 2017 16:34
0
დნიპრომ რატომ არ დაიტოვა კორობკა.
ქუთაისელი
21 ივნისი 2017 16:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული