ქუთაისის "ტორპედო": კორობკა მოდის, საბანაძე უკვე სამტრედიაშია

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" ახალი მეპატრონის, ზაალ ჩაჩავას მისვლა და საკადრო სიახლეების დაწყება ერთი იყო. ცნობილია, რომ მათე კვირკია, დავით ხურციძე და მერაბ მეგრელაძის შვილიშვილი, უმცროსი მერაბ მეგრელაძე სწორედ კლუბის გასხვისების შემდეგ დაიმატეს.

"ტორპედოს" ახალმა მეპატრონემ გაგვიმხილა, რომ გეგმაშია უკრაინელი ლეგიონერის დამატებაც. ჩვენი ინფორმაციით, ლაპარაკია ვლადიმირ კორობკაზე - ფოთის "კოლხეთი 1913"-ის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც უკრაინის 17 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი გახლდათ.

კორობკა 27 წლისაა, "დნიპროს" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და 2006-08 წლებში სწორედ ამ გუნდში ირიცხებოდა. უთამაშია სიმფეროპოლის "ტავრიაში" (2008-14), ასტრახანის "ვოლგარში" (2012),
ზაპოროჟიეს "მეტალურგში" (2013), "ტიუმენში" (2014), "ვიტებსკში" (2015), ხოლო 2016 წლის იანვრიდან ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელია.

საინტერესოა, რომ 2008-11 წლებში კორობკა "ტავრიაში" კარიერას რომ იწყებდა, იმ გუნდის ლიდერი ქუთაისის "ტორპედოს" ამჟამინდელი სამწვრთნელო შტაბის წევრი ვასილ გიგიაძე გახლდათ...

გაირკვა, რომ გუნდი დატოვა ნიკა საბანაძემ, რომელიც ამიერიდან "სამტრედიისთვის" გაიტანს. "ლელოს" ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი გუშინდლიდან უკვე ჩემპიონის განკარგულებაშია. სხვათა შორის, გია ცეცაძე მას "სამტრედიაში" სეზონის დაწყებამდეც იწვევდა და ეს ტრანსფერი გადაწყვეტილიც ჩანდა, მაგრამ ბოლო მომენტში "ტორპედომ" უფრო მეტად იაქტიურა და...

"სამტრედია" საბანაძისთვის მეშვიდე კლუბია. "ტორპედოს" გარდა, მას უთამაშია "ზესტაფონში", თბილისის "დინამოში", "საბურთალოში", მარტვილის "მერანში", ირიცხებოდა, მაგრამ არ უთამაშია ახნას (კვიპროსი) "ეთნიკოსში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 24 /
samcuxarod jer arnaxuli fiasko gardauvalia. rodis gvyavda dzlieri klubebi, magram es metismetia
levani
11:14 22-06-2017
0
Garinch es inches magari gararmatikit mozraob too. Sagol genacvale am dilidan kai xasiatze sheviqmeni xo ici shena e
Garinchas maswavlebelo
10:29 22-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული