გიორგი ივანიშვილი საჩხერის "ჩიხურადან" თბილისის "დინამოში" მიდის

AutoSharing Option
29 ივნისს, საჩხერის "ჩიხურა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ავსტრიულ "ალტახს" თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს (დასაწყისი 21 საათზე), ხოლო 6 ივნისს მეტოქეს "ქეშპოინტ არენაზე" ესტუმრება. "ჩიხურა" ევროსტარტისთვის მზადებას დღეიდან შეუდგება.

დიდი ალბათობით, გუნდს აღარ დაეხმარება გიორგი ივანიშვილი, რომელმაც საჩხერული კლუბი დატოვა. ეს ინფორმაცია კულუარულად დაგვიდასტურეს.

"ლელოს" ცნობით, თუ კლუბები ფინანსურ საკითხებზე შეთანხმდებიან, 27 წლის შემტევი ნახევარმცველი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

ივანიშვილი თბილისელთა დღევანდელ მწვრთნელ კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით "ცხინვალში" თამაშობდა. "დინამოს" რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ტოვებს და როგორც ჩანს, კაჭარავას შეტევის ხაზის გაძლიერება
ყოფილი შეგირდის დახმარებით სურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დინამო კიდე თავის აღზრდილ ახალგაზრდებს უშვებს და რეგიონების კლუბებიდან მოჰყავს ფეხბურთელები, თან ჩიხურას იქეთ ჭირდება შევსება, ივლისში მაინც... საეჭვოა აგვისტომდე გასტანოს ევროპაზე
Irakli apkhaidze
16:10 23-06-2017
0
ბატონო ზაალ ხათრით და ამხანაგობით კომლეკტება ტორპედო. საბუტთალო 2 ს მეგრელაძე მთავარ გუნდმა არ დაიტოვა. ხურციძე არცერთ გუნდში არ დატოვეს. შესანიშნავი ავტოგოლით გაახარა ქუთათელები. ტრავმირებულ კორობკას გიგიაძე მგონი პატრონობს ჯაბა დავალი ბათუმშია, ივანიშვილი დინამოში.ჩვენ კი გვძინავს.
პატრიოტი
10:40 23-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული