"სამტრედიის" ფანკლუბი: ასე გვგონია, ქართველები "ყარაბაღს" უფრო ქომაგობენ...

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" ფანკლუბმა "მტრედებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს.

"სხვადასხვა საიტსა და სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობთ და გვგონია, რომ ქართველები "სამტრედიაზე" მეტად "ყარაბაღს" გულშემატკივრობენ!

ნაცვლად იმისა, რომ ბიჭებს შემართება მისცეთ, გაამხნევოთ და თამაშისთვის შეამზადოთ, პირიქით იქცევით: მათ ლანძღავთ და დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებთ.

სირცხვილია! სად დაკარგეთ ქართველობა?! ცუდია თუ კარგია, ჩვენი გუნდია, საქართველოს სახელით გამოდის და ჩვენი თანადგომა სჭირდება!

პირადად ჩვენ არასოდეს დავწერთ და არასოდეს ვიტყვით ცუდს ქართულ კლუბებზე, რადგან ჩვენია. კარგად ჩანს უკვე რამდენიმე წელია თქვენი განწყობა "სამტრედიის" მიმართ.
ვიცით, რომ ბევრს გინდათ, შევრცხვეთ და გამოვვარდეთ, მაგრამ იცოდეთ, კრიტიკა და ლანძღვა უფრო გვაძლიერებს და უფრო მეტად გვიჩენს მოგების სურვილს...

წარმატებები "ტორპედოს," "ჩიხურას" და ბათუმის "დინამოს" ევროტურნირებზე... გვჯერა, რომ ამ ეტაპს გადავლახავთ და თავს არ შევირცხვენთ. ჩვენ ქართველები ვართ და ფარ-ხმალს არასდროს ვყრით!", - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, ნიონში, უეფას შტატბბინაში გამართულმა წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოს და აზერბაიჯანის ჩემპიონები შეახვედრა. მატჩები 11 და 18 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას სამტრედიელები სტუმრად გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 35 /
არა ჩემო კარგებო, ყარაბაღს კი არ ვქომაგობთ. უბრალოდ გული გვწყდება, იმხელა უფსკრულია სამტრედიას, ტორპედოს, ჩიხურას, დინამოს დონესა და ყარაბაღს შორის. სხვა სისწრაფეები, ფიზიკა, თუნდაც ტაქტიკურ განსწავლულობასა და ტექნიკაშიც კი ჩამოვრჩებით. სამწუხაროდ იქ ფული იდება, ჩვენთან კი კლუბის შენახვა და პატრონობა დაახლოების გერმანიის სამოყვარულო ლიგის დონეზეა და რეალისტურად ვხედავთ სურათს.არ გინდათ ეგ პათოსი და გულზე მჯიღის ცემა, ჯანსაღი კრიტიკით და მოთხოვნით უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი და არა ასე - ყველას თავს ნუ მოატყუებინებთ...
Levani
10:48 24-06-2017
0
თქვენ ითამაშეთ ხარისხიანა და ზესტაფონი თქვენთანაა დედუა.
akvilina
14:55 23-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული