თბილისის "დინამო" კიდევ სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" სამმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი მეკარე გიორგი ბეგაშვილმა, ნახევარმცველმა ცოტნე მესხმა და თავდამსხმელმა ოთარ კვერნაძემ დატოვეს. სამივე ფეხბურთელმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

ცნობილია, რომ 26 წლის ბეგაშვილი გორის "დილაში" დაბრუნდება, რაც შეეხება მესხსა და კვერნაძეს, ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ ისინი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის "დინამო" გიორგი პაპუნაშვილსა და საბა ლობჟანიძეს დაემშვიდობა, რომლებიც კარიერას, შესაბამისად, ესპანურ "სარაგოსასა" და დანიურ "რანდერსში" გააგრძელებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
შფოთიანი ოთარი გაუშვეს? ახლა იმაზე ვილოცოტ რომ ის სამტრედიამ არ აიყვანოს თორემ გადაირევა ხალხი. ჯერაა და ის ახსოვთ სულ რომ წიხლები უშინა კუთხის ალამს სამტრედიაში,მერეადა შფოთაინი საბანაძესთან ერთად ნამეტანი სარისკო წყვილი იქნება :)
Jango
17:34 27-06-2017
0
დინამო წელს აუცილებლად გახდება ჩემპიონი და დარწმუნებული ვარ გაძლიერდება ფიფია თავის სიტყვას შეასრლებს მაგ კაცს დინამოსთვის მხოლოდ კარგი უნდა წარმატებები დინამოს
nika
15:56 27-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული