ოთარ მარცვალაძე ბათუმის "დინამოშია", მაგრამ "იაგელონიასთან" პირველ მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
პოლონურ "იაგელონიასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე ბათუმის "დინამომ" ოთარ მარცვალაძე დაიმატა. ეს ამბავი კლუბის სპორტულმა დირექტორმა მალხაზ მახარაძემ დაგვიდასტურა.

"მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და მარცვალაძე ევროპალიგაზე დაგვეხმარება. მასთან კონტრაქტის გაფორმებაზე შევთანხმდით. ხელშეკრულება წელიწადნახევრიანია და მერე, შესაძლოა, კიდევ ერთი წლით გავახანგრძლივოთ", - ამბობს მახარაძე.

თუმცა 32 წლის თავდამსხმელი პირველ შეხვედრას გამოტოვებს:

"სეზონის დასრულების შემდეგ ოთარი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და რადგან კონდიციების გაუმჯობესება ესაჭიროება, "იაგელონიასთან" პირველ შეხვედრაში ვერ დაგვეხმარება, მეორე მატჩისთვის კი მზად იქნება".

მარცვალაძე 16 წლის იყო, თბილისის "დინამოს" აკადემიიდან თელ-ავივის "ჰაპოელის"
ასაკობრივ გუნდში რომ მიიწვიეს. ისრაელში მან ერთი წლის განმავლობაში ითამაშა. პროფესიული კარიერა კი 2001 წელს, "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო. თამაშობდა კიევის "დინამოში", "ზაკარპატიეში", მახაჭყალის "ანჟიში", ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში", "კრასნოდარში", ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", თბილისის "დინამოში", "ტოსნოში", გორის "დილასა" და "ორდაბასიში".

2010 წელს, 21 გოლით, რუსეთის პირველი დივიზიონის ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრებში 2006-15 წლებში იწვევდნენ. "ჯვაროსნების" ფორმით ჩატარებულ 22 შეხვედრაში მარცვალაძემ 2 გოლი გაიტანა.

...27 ივნისს ბათუმის "დინამო" ქუთაისში ჩავიდა, სადაც "ტორპედოს" საღორიას ბაზაზე ივარჯიშა, დღეს კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე "იაგელონიასთან" მატჩისწინა გენერალურ რეპეტიციას გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
იაგელონია ბათუმის თამაშს საქართველოს რომელი არხი აჩვენებს ? ვინმეს შეუძლია გვითხრას ?
გიორგი ვარშავიდან
12:42 28-06-2017
0
ზოგი ახალგაზრდის მართლაც ბებრული, ბოდიში უფრო სწორი იქნებოდა უაზრო ბოდვები მაკვირვებს.
gizog
12:43 28-06-2017
0

სიახლეები პოპულარული