ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან" პირველ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა. ბათუმის "დინამომ" "იაგელონიას" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლო ფრით დასრულდა, თუმცა, შესაძლოა, სტუმართა უპირატესობითაც დასრულებულიყო. მე-16 წუთზე ბათუმელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ შერიდანს ანატოლი ტიმოფეევმა აუღო.

შერიდანმა გოლის გატანა 49-ე წუთზე მაინც შეძლო. ამის შემდეგ სტუმრებმა კიდევ შეუტიეს, რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა, საბოლოოდ, 0:1.

გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი პოლონეთში ერთ კვირაში, 6 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვაი, ვაი, ინფრასტრუქტურაო ..და ვისაც ააქვს ისინი რას შვრებიან, სულ თასის ფინალებში თამაშობენ ააა??? ფულის შეხრამუნების მეტი არა იციან რაა. ანდა დინამოდან ამ ახალგაზრდების გაშვება იქნებოდა ახლაა? ვაი მართლა თქვენ, ვაი.
kaxa
10:01 30-06-2017
0
დაუდევი თანხა საქართველოს გუნდების წაგებას და მოგებული ხარ ყოველთვის
feniks
09:52 30-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული