ოთარ კობახიძე - "ჩელე-არენის" მორიგი მსხვერპლი

AutoSharing Option
ოთარ კობახიძემ პროფესიულ დონეზე პირველი ნაბიჯები საკმაოდ დამაჯერებლად გადადგა. 21 წლის შემტევი ბოლნისის "სიონის" ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშე გახლდათ. 16 წლიდან თბილისის "დინამოს" აკადემიაში ვარჯიშობდა, მერე 19-წლამდელების გუნდში გადაიყვანეს, რომელსაც კახა გოგიჩაიშვილი ავარჯიშებდა. ამ გუნდის შემადგენლობაში კობახიძემ გერმანიაში რურის თასი მოიგო და მთავარ "დინამოში" დააწინაურეს, მაგრამ იქ მხოლოდ ვარჯიშობდა და არ თამაშობდა. თბილისელთა მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა გია გეგუჩაძემ კი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ბოლნისის "სიონში" იჯარით გაუშვა, სადაც 33 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

მაგრამ წლეულს კობახიძე არსად ჩანდა. აღმოჩნდა, რომ შარშან
დეკემბერში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

"ტრავმა ბოლნისის "სიონში" თამაშის დროს მივიღე. გარდამავალი ჩემპიონატის პლეი ოფში, განმეორებით შეხვედრაში "შუქურას" რომ ვესტუმრეთ, "ჩელე არენაზე" ჯვარედინი იოგები გამიწყდა. მერე ვიმკურნალე. ამასობაში, იჯარა დამისრულდა, "დინამოში" დავბრუნდი და ვარჯიში დავიწყე.

მაგრამ ტრავმის შემდეგ ვინ დამტოვებდა, "დინამოსთან" კონტრაქტი გავწყვიტე და ახლა თავისუფალი აგენტი ვარ.

სამწუხაროდ, ტრავმის შემდეგ დამივიწყეს და უგუნდოდ დავრჩი. ახლა ვემზადები და იმედს არ ვკარგავ, რომ მეორე წრეში რომელიმე გუნდი დამიკავშირდება", - ამბობს კობახიძე.

საინტერესო ფაქტია: კობახიძის გარდა, ქობულეთის სტადიონზე კიდევ არაერთი ფეხბურთელი დაშავდა და ამ "მადლიანი" საფარის მსხვერპლთა სიაც შეიძლება შევადგინოთ: დავით ვოლკოვი (ბოლნისის "სიონი"), ბაჩანა ცხადაძე ("სამტრედია"), გიორგი გაბედავა, ნიკა მგელაძე, არჩილ ტვილდიანი, გიორგი ქავთარაძე, ვაკო თევდორაძე, ბექა ჭკუასელი, დავით კვირკველია (ყველა - ბათუმის "დინამო"), ლაშა ჯაფარიძე, კობა შალამბერიძე, სანდრო გურული, გიორგი კალანდია, გიორგი ჩელებაძე, ირაკლი ჭეჟია (ყველა - "შუქურა"), ერიკ ორიენო ოუმა, გიორგი და ვარლამ კილასონიები, დათო ბოლქვაძე, თამაზ ჟიშკარიანი, ვლადიმირ კორობკა, არფანგ დაფე (ყველა - "კოლხეთი 1913").

კობახიძის აზრით, ამ მოედანზე თამაში ძალიან სარისკოა: "ქობულეთში მარტო მე არ დავშავებულვარ. რაც ვიცი, გაბედავა ბათუმის "დინამოდან" ამის გამო წავიდა, რადგან ხელოვნურ საფარზე ვარჯიში რამდენჯერაც დაიწყო, იმდენჯერ დაშავდა.

"კოლხეთის" მცველი ოუმა ისე დაშავდა, არავინ შეჯახებია. მოედანი კი არა, ბეტონია, ბურთს ვერ გააგორებ, სათამაშოდ კი უვარგისი და საშიშია".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოტო კველაპერი კარგად იკნება
იბარე
00:35 04-07-2017
0
ოთო გული არ დაიწყვიტო ვიცი რო შრომის მოყვარე კაცი ხარ და შენ დასახულ მიზანს მიაღწევ აუცილებლად გკოცნი და გეხუტები.. თერჯოლიდან
data datunia
22:11 03-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული