გია ცეცაძე: ევროტურნირს თუ გამოვეთიშებით, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბი "სამტრედია" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. 11 ივლისს ქართული კლუბი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" ბაქოში ესტუმრება.

მანამდე კი სამტრდიელებმა ფორვარდი ნიკა საბანაძე და მცველი ბაქარი ბალდე დაიმატეს.

როგორ მიდის მზადების პროცესი და იგეგმება თუ არა კიდევ ტრანსფერები, ამის გასაგებად Sportall.ge "სამტრედიას" მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს დავუკავშირდით.

- ჩვეულებრივ, ვემზადებით. ორი ტრანსფერი განვახორციელეთ და ახლა კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ კლუბის ხელმძძღვანელობა ამ საკითხზე კიდევ მუშაობს. ვნახოთ, რა იქნება. შეაძლოა, ტრანსფერები კიდევ იყოს.

- რა პოზიციებზე საჭიროებთ გაძლიერებას?
-
ყველა პოზიციაზე გვყავს კარგი ფეხბურთელები, უბრალოდ, კონკურენციის გაზრდა იქნებოდა კარგი.

- მეტოქეზე რას გვეტყვით? ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში "ყარაბაღმა" 10 გოლი გაუშვა...
- ამხანაგურ მატჩში წაგება და 10 გოლის გაშვება არაფერს ნიშნავს. "ყარაბაღი" ძლიერი გუნდია და ბრძოლა იქნება. ჩვენი სურვილი ამ ეტაპის გადალახვაა.

ვაკეთებთ ანალიზს, ვსწავლობთ მეტოქის სუსტ და ძლიერ მხარეებს, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება. არ მგონია, ამ წყვილში ყველაფერი პირველმა მატჩმა გადაწყვიტოს.

- სამმა ქართულმა კლუბმა პირველი მატჩები ჩაატარა ევროტურნირებზე და სამივემ - წარუმატებლად. შედეგად, გულშემატკივართა ნაწილმა ეს წარუმატებლობა ჩემპიონატის ახალ ფორმატს დააბრალა. რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ფორმატი და ადგება თუ არა ის "სამტრედიას"?
- ეგ არასწორი ხედვა და არასწორი მიდგომაა. არ ჰყავს ჩვენს ქვეყანას იმდენად დიდი ანალიტიკოსები, რომ ექვს თვეში დასკვნას დებდნენ, გაამართლა თუ არა ფორმატმა. მიდგომა, რომ დღეს გაკეთებულმა საქმემ ხვალვე შედეგი უნდა მოიტანოს, არასწორია. მხოლოდ 1-2 წლის შემდეგ შეგვეძლება თქმა, გაამართლა თუ არა, მაგრამ არა ახლა.

ჩემი გუნდიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ეს ფორმატი უფრო გვადგება და ახლა იმაზე გაცილებით უკეთეს ფორმაში ვართ, ვიდრე წინა წელს ერთი თვის დასვენებულები ვიყავით. მაშინ ფორმაში შესვლა რთული იყო, ახლა კი მომზადებული არიან ფეხბურთელები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გაივლი ყველა ეტაპს, ბევრი რამ მეტოქეზეა დამოკიდებული, მაგრამ ფორმაში მყოფი გუნდი ფორმიდან ამოვარდნილს რომ სჯობს, მაგას ჩემი თქმა რად უნდა?!

ამიტომ დღეს იმაზე საუბარი, რომ ფორმატმა არ გაამართლა, მართებულად არ მიმაჩნია. თუ წავაგებთ და ევროტურნირებს გამოვეთიშებით, პირველ რიგში, ჩვენი ბრალი იქნება და არა ფორმატის. სხვა ფორმატი რომც იყოს, მაშინაც ასე იქნებოდა. შენი წრუმატებლობა გარე პიობებს არ უნდა დააბრალო.
მკითხველის კომენტარები / 25 /
თავს ნუ იტყუებთ ქომაგები, ასეთი შემადგენლობით და ასეთი უსუსური გუნდით საკვალიფიკაციოზე გასვლას აზრი არ აქვს. კლუბის ვაი ხელმძღვანელობაც შეგუებულია პირველი ეტაპიდან გამოვარდნას ,ეხლა რომც დაიმატონ ფეხბურთელები შეთამაშებას მაინც ვერ მოასწრებენ ,ჩემპიონატი რო დაიწყო მაშინ უნდა გაძლიერებულიყვნენ . რა ტყუილად აფინანსებს ფედერაცია ამ კლუბებს ეგ ფულები კლუბების ჩინოვნიკების ჯიბეებში ილექება და არ ხმარდება კლუბების განვითარებას .....
დათო - სიმართლე
14:04 10-07-2017
0
აქ ერთი-ორი აღნიშნავს რომ მაღთლაც უპრავებს ფედერაციას ამ რეფორმას და ძალიან კარგი მართლაც დაველოდოთ დაველოდოთ...... მაგრამ ყველაზე უარესი ის არის რომ დრო... დრო არის აქ მთავარი 25 წელი ძალიან ბევრია რაც ქართულ ფეხბურთს არ გაუხარია და რაიმეს ხომ უნდა მოესწროს ჩვენი ერიც! დინამოს არ იყოს რამდენი წელია რაც ფიფია დინამოს პრეზიდენტია, ათას რეფორმას აკეთებდა და აკეთებს( ვერავინ ვერ დაძრახავს დინამოს პირობებში ან თუნდაც ფინანსებში) და შედეგი ისევ არ ჩანს ეს არის და ეს...
svan
19:36 09-07-2017
0

სიახლეები პოპულარული