შეგახსენებთ, რომ კოვტალიუკი ბოლოს ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაშიც მიმდინარე ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მეოთხე ადგილზეა. უკრაინელ ფორვარდს მანამდე სამშობლოში "პოლტავაში", "არსენალსა" და "კოლოსში" უთამაშია. "დინამოში" მისი ჩარიცხვის საკითხი შეკრების დასრულების შემდეგ უნდა გადაწყდეს.
თბილისის "დინამო" სლოვენიურ შეკრებაზე მორიგ საკონტროლო შეხვედრას 8 ივლისს, ხორვატიულ "რუდეშთან" ჩაატარებს.