მაშინ ფალავანდიშვილი "ტორპედოსთან" ერთად საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება უცხოეთში, კერძოდ, კვიპროსში ამჯობინა, თუმცა ყველაფერი ისე ვერ აიწყო, როგორც ფეხბურთელს სურდა.
აღმოჩნდა, რომ ახნასის "ეთნიკოსს", რომლის მაისურიც 23 წლის ნახევარმცველს უნდა მოერგო, უეფასგან ემბარგო ჰქონდა დადებული და ის ტრანსფერს ვერ ახორციელებდა. ამიტომ ფალავანდიშვილი მოლდოვაში, კიშინიოვის "დაჩიაში" გადაბარგდა. ახლა კი დეკემბრამდე ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა და გუშინ პირველი ვარჯიშიც
Sportall.ge-მ ფალავანდიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.
- უცხოუეთში ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდი. რატომ?
- პირველ რიგში, ამ ყველაფერს იღბალს დავაბრალებ - ძალიან არ გამიმართლა. "დაჩიაში" ყველაფერი კარგად კი იყო, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ვისურვე და წამოვედი.
- და რატომ?
- იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშით ნაკრებში მოხვედრის უფრო დიდი შანსი მექნება, ვიდრე იმავე მოლდოვაში. ლოგიკურია, რომ ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემ დაბრუნებაში.
- და "ტორპედო" სანაკრებოდ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო?
- როგორც უცხოური, ისე თითქმის ყველა ქართული კლუბიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არჩევანი "ტორპედოს" სასარგებლოდ გავაკეთე, რადგან საქართველოში ეს კლუბი ჩემთვის პირველია.
ძალიან მიყვარს გორის "დილა" და მის გულშემატკივარს დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ თავისი ატმოსფეროთი, ქომაგით და კიდევ უამრავი რამით, "ტორპედოს" საქართველოში პირველ გუნდად მივიჩნევ.
- გასულ წელს "ტორპედოსთან" ერთად თასის მფლობელი გახდი. რით განსხვავდება დღევანდელი გუნდი მაშინდელისგან?
- ვფიქრობ, დღევანდელი "ტორპედო" უფრო ჩამოყალიბებული, კონკურენტუნარიანი და ძლიერია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩემპიონატში მთავარ ამოცანად ჩემპიონობა გვაქვს დასახული.
- კლუბს კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვებ?
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. დეკემბრამდე აქ ვარ, მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება.