"ნაკრებში მოხვედრის უფრო დიდი შანსი ეროვნული ლიგიდან მექნება"

AutoSharing Option
ევროტურნირებიდან გამოვარდნისთანავე, ქუთაისის "ტორპედომ" პირველი ტრანსფერი განახორციელა. კლუბმა ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი დაიმატა, რომელიც "ტორპედოს" ღირსებას გარდამავალ ჩემპიონატში იცავდა.

მაშინ ფალავანდიშვილი "ტორპედოსთან" ერთად საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი კარიერის გაგრძელება უცხოეთში, კერძოდ, კვიპროსში ამჯობინა, თუმცა ყველაფერი ისე ვერ აიწყო, როგორც ფეხბურთელს სურდა.

აღმოჩნდა, რომ ახნასის "ეთნიკოსს", რომლის მაისურიც 23 წლის ნახევარმცველს უნდა მოერგო, უეფასგან ემბარგო ჰქონდა დადებული და ის ტრანსფერს ვერ ახორციელებდა. ამიტომ ფალავანდიშვილი მოლდოვაში, კიშინიოვის "დაჩიაში" გადაბარგდა. ახლა კი დეკემბრამდე ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა და გუშინ პირველი ვარჯიშიც
ჩაატარა...

Sportall.ge-მ ფალავანდიშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

- უცხოუეთში ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გეგმავდი. რატომ?
- პირველ რიგში, ამ ყველაფერს იღბალს დავაბრალებ - ძალიან არ გამიმართლა. "დაჩიაში" ყველაფერი კარგად კი იყო, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ვისურვე და წამოვედი.

- და რატომ?
- იმიტომ, რომ საქართველოს ეროვნულ ლიგაში თამაშით ნაკრებში მოხვედრის უფრო დიდი შანსი მექნება, ვიდრე იმავე მოლდოვაში. ლოგიკურია, რომ ამანაც დიდი როლი ითამაშა ჩემ დაბრუნებაში.

- და "ტორპედო" სანაკრებოდ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო?
- როგორც უცხოური, ისე თითქმის ყველა ქართული კლუბიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არჩევანი "ტორპედოს" სასარგებლოდ გავაკეთე, რადგან საქართველოში ეს კლუბი ჩემთვის პირველია.

ძალიან მიყვარს გორის "დილა" და მის გულშემატკივარს დიდ პატივსაც ვცემ, მაგრამ თავისი ატმოსფეროთი, ქომაგით და კიდევ უამრავი რამით, "ტორპედოს" საქართველოში პირველ გუნდად მივიჩნევ.

- გასულ წელს "ტორპედოსთან" ერთად თასის მფლობელი გახდი. რით განსხვავდება დღევანდელი გუნდი მაშინდელისგან?
- ვფიქრობ, დღევანდელი "ტორპედო" უფრო ჩამოყალიბებული, კონკურენტუნარიანი და ძლიერია. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ჩემპიონატში მთავარ ამოცანად ჩემპიონობა გვაქვს დასახული.

- კლუბს კონტრაქტის ამოწურვისთანავე დატოვებ?
- ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. დეკემბრამდე აქ ვარ, მერე კი ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდან და მოდიან.ბაქი ბუქობენ ეს გავაკეთე ის გავაკეთე და იქ უცხოეთში ბოდიშებით გამომიშვესო და ასე შემდეგ.რაღაცას აქ წაუბაკუნებენ ფეხს და მირბიან ყველა იქაურ ჭ კლასის გუნდებში და იქაც ვერ ხვდებიან.მერე აქ რჩება ბოდიში მაგრამ ხარა ხურა და ხარა ხურას ფეხბურთი არის ისევ და ისევ ხარა ხურა.რა გიკვირთ მერე რომ ვაგებთ დიდი ანგარიშებით.
გოგა
11 ივლისი 2017 20:11
0
ნორმალურ დონეზე თამაშის არც თავი აქვთ, არც ნიჭი და დარბიან წლიდან წლამდე დაბალი დონის კლუბებში , თან ბაქი ბუქობენ ბევრი ვარიანტები მქონდაო :-) ნაკრებში მოხვედრაც კი უნდათ იმის და მიუხედავათ რომ არაფერს მიუხწევიათ კარიერაში ...
დათო-სიმართლე
11 ივლისი 2017 18:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული