მეოთხე თაობა - ბათუმის "დინამოს" ბაზაზე საფარს აგებენ

AutoSharing Option
ბოლო დღეებში ქართულ ფეხბურთში სულ ცუდი და დამთრგუნველი ამბები გვესმის. ქართული გუნდები ევროთასებს გამოეთიშნენ და იქით გახედვაც კი გვზარავს. სამწუხარო რეალობაა - ბოლო წლების ევროგათამაშებები ხალხს ფეხბურთის წინააღმდეგ განაწყობს.

ამ ყველაფრის ფონზე ბოლო დღეებში ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგეთ: ბათუმის "დინამოს" პრესსამსახურის ცნობით, ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ხელოვნური საფარის დაგება დაიწყო.

კლუბის წარმომადგენლის ცნობით, ანგისაში მე-4 თაობის საფარს აგებენ. დაპირების მიხედვით, ბათუმის "დინამოს" ბაზის კეთილმოწყობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ბათუმში ხწლოვნური საფარის დაგება არის დანაშაული! არ აქვს მნიშვნელობა რომელი თაობისაა - მიაქვს ზღვისპირეთი ბალახს და ხელოვნურ ბალახში ფულის გადაყრა სიზარმაცის და არაპროფესიონალიზმის უმაღლესი გამოვლინებაა!
Kote
13:30 16-07-2017
0
Kote-ს ვეთანხმები... ისეთი კლიმატის მქონე ქალაქში, როგორიც ბათუმი ან ქობულეთია, რატომ უნდა დააგო ხელოვნური საფარი? მიზეზი გასაგებია ყველასთვის....
Qartveli888
13:58 16-07-2017
0

სიახლეები პოპულარული