600 დღეს, დანარჩენები ხვალ - "ყარაბაღს" თბილისში გულშემატკივარიც მოყვება

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" საქართველოში თავის გულშემატკივართან ერთად ჩამოდის.

ხვალ, 18 ივლისს, "ყარაბაღი" "დინამო არენაზე" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს "სამტრედიასთან" გამართავს.

azerisport.com-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი გულშემატკივრისთვის სტადიონზე 8 000 ადგილია გამოყოფილი. წყაროს ცნობით, 600-ზე მეტი გულშემატკივარი თბილისში დღეს ჩამოვა, დანარჩენები კი - ხვალ.

"სამტრედიისა" და "ყარაბაღის" დაპირისპირება ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ბაქოში "ყარაბაღის" გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი იქნება, თუ ღირსეულად მიიღებენ მეზობლებს და ზოგიერთი ჩვენი ვაიგულშემატკივარი განსაკუთრებით არ გამოიდებს თავს ხულიგნური გამოხტომებით.
murtalo
17 ივლისი 2017 14:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული