აქ ქართველზე მეტად უცხოელს აფასებენ - "სამტრედიას" ფანებს სტადიონზე არ უშვებდნენ

AutoSharing Option
18 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე, სადაც ერთმანეთს "სამტრედია" და "ყარაბაღი" უნდა დაპირისპირდებოდნენ, გაუგებრობა მოხდა.

საქმე იმაშია, რომ მე-20 წუთამდე სტადიონზე "სამტრედიას" ფანკლუბ "მტრედების" წევრებს არ უშვებდნენ.

"სამტრედიას" ფანკლუბი ამ ფაქტს ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა.

"ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ რატომ არ იყო მატჩის დაწყებისას "მტრედების" სექტორზე ვინმე. რაც თბილისში მოხდა, ქართული ფეხბურთის დიდი სირცხვილია!

თამაშის მე-20 წუთამდე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა არ შეგვიშვეს ტრიბუნაზე, რასაც გარეთ გაწევ-გამოწევა მოყვა. არ მოგვცეს საშუალება, ჩვენს ბიჭებს მაშინ დავდგომოდით გვერდით, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ!

ბევრი
ლანძღვა გაისმა ჩვენი მისამართით: გუნდს როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდით, მაშინ უღალატეთო, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ ჩვენი გუნდისა და ბიჭებისთვის არასოდეს გვიღალატია!

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვიყავით გარეთ, როდესაც გუნდები მოედანზე გამოვიდნენ. აზერბაიჯანელთა შეძახილები გვესმოდა, ჩვენი ტრიბუნა კი დუმდა...

სანამ რამეს იტყვით და ლანძღვას დაიწყებთ, გამოსულიყავით გარეთ და გენახათ ჩვენი აცრემლიანებული სახე, გენახათ, რა მდგომარეობაში ვიყავით და ყველაფერს მიხვდებოდით.

თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, გაწევ-გამოწევისა და აყალ-მაყალის შემდეგ შევედით ტრიბუნაზე, მაგრამ ვაი იმნაირ შესვლას: არ შეგვატანინეს ბანერები, არც პერფორმანსი, რომელზეც მხოლოდ ბიჭების გამამხნევებელი და სამადლობელი სიტყვები ეწერა და პოლიტიკურ ხასიათს არ ატარებდა.

შეიძლება, ტრიბუნაზე არც უნდა შევსულიყავით, როდესაც ბანერებს არ გვატანინებდნენ. არ შეგვატანინეს პერფორმანსი, რომელსაც მთელი დღე ვამზადებდით. მაგრამ ტრიბუნაზე მხოლოდ ჩვენი ბიჭების გამო შევედით. შევედით, რომ მათ თავი მარტოსულად არ ეგრძნოთ.

მიზეზი, რის გამოც ეს ყველაფერი, მოხდა, უცნობია. პასუხი იყო მხოლოდ ერთი: იმიტომ ვიქცევით ასე, რომ თავიდან ავიცილოთ დაპირისპირებაო. ამიტომ არ შეგვიშვეს სტადიონზე და არ შეგვატანინეს ბანერები, რომლებზეც პოლიტიკური წარწერა ან გამოსახულება არ ყოფილა.

საქართველოში ქართველზე მეტად უცხოელს აფასებენ. შენს ქვეყანაში, რომ ტრიბუნაზე არ გიშვებე, სხვა რამეზე ლაპარაკი ზედმეტია. ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ჩვენ მუდამ იქ ვარ, სადაც ხარ შენ! შენ ხარ ჩვენი სიამაყემ "სამტრედია"!, - წერენ "მტრედები".
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ქუთაისელი-2-ს: ზუსტადაც სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს ეს უმსგავსობა და საფეხბურთო უბედურებები,მხოლოდ მას ხელეწიფება პრობლემების გადაწყვეტა,მაგრამ უნდა მას ეს? ფული აქვს საშოვნელი.მხოლოდ ამიტომ ხოცავენ ერთმანეთს სკამებისათვის
vax-vax
12:28 20-07-2017
0
დ.დ.დ.ს ყველა ჩვენი გუნდი და ქომაგი ასეთ დღეშია.ბიზნესმენებს არ აინტერესებს ეს საქმე, მარტო საქელმწიფო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.
ქუთაისელი-2
10:18 20-07-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული