მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება?! - ვინ რამდენი მიიღო ეროვნულ ლიგაში?

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის გათამაშება განახლდა. ცვლილება ყველა გუნდში მოხდა, ფინანსურად ზოგი უკეთ არის, ზოგი - უარესად.

დავინტერესდით, ვინ რა თანხა მიიღო სეზონის დაწყების შემდეგ.

ეს ინტერესი იმანაც გამოიწვია, რომ ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს თუ ვენდობით, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან სახელმწიფო კლუბებს შეპირებული დაფინანსების ნაწილი არ დაურიცხეს და კერძოებს გადასცეს.

დავინტერესდით და ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გაზეთის მოთხოვნის საფუძველზე პირველ 6 თვეში დახარჯული მონაცემები მოგვაწოდეს. ქვემოთ მოყვანილი ციფრები საპირისპიროს მეტყველებს - ჯერჯერობით, ყველაზე მეტი სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა ბათუმის "დინამომ" მიიღო...

მთლიანი ხარჯი
კლუბი თანხა
დინამო
ბთ 1,000,000
ტორპედო 866,267
დინამო თბ 520,000
დილა 440,000
საბურთალო 640,000
სამტრედია 662,954
ჩიხურა 600,000
ლოკომოტივი 520,000
შუქურა 460,065
კოლხეთი 459,063

რატომ არის გუნდებისთვის დარიცხულ თანხებში განსხვავება? როგორც განგვიმარტეს, ყველას ფული მოთხოვნის მიხედვით ჩაერიცხა. თავიდან ყველაზე 100-100 ათასი ლარი გაიცა, შემდეგ კი ყოველ თვეში - 80-80 ათასი. მაგრამ ზოგიერთმა მეტი იმიტომ მიიღო, რომ ევროპის ლიგაზე მონაწილეობის გამო, ოქტომბერ-ნოემბერში უეფასგან ფინანსები დაერიცხებათ და ფონდმა წინასწარ მისცა, რათა ტრანსპორტირებაში, მომზადებასა და დაკომპლექტებაში შეფერხება არ ჰქონოდათ.

აღმოჩნდა, რომ საჭიროების მიხედვით, წინასწარ ასე ერთი კვარტლის თანხის გაცემაა შესაძლებელი, ოღონდ, მოთხოვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

სახელფასო ფონდი
ყველაზე დიდი სახსრები შრომის ანაზღაურებაზე ბათუმის "დინამოში" დაიხარჯა, ყველაზე ნაკლები - ფოთის "კოლხეთში", რომელმაც ამის მიუხედავად, მაინც ყველაზე ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა მოახერხა.

კლუბი თანხა
დინამო ბთ 765,875
ტორპედო 615,500
საბურთალო 582,954
დინამო თბ 445,000
ჩიხურა 440,000
დილა 415,833
სამტრედია 378,986
ლოკომოტივი 348,977
შუქურა 333,125
კოლხეთი 286,430

მივლინებები ქვეყნის შიგნით
აქ ფოთელები ლიდერობენ, რადგან სახლში ვერ თამაშობენ და ფაქტობრივად, სულ მოგზაურობაში არიან. საერთოდ, ამ კუთხით შავიზღვისპირელთა ხარჯები დიდია და მონაცემები ლოგიკურია.

ქვეყნის შიგნით მივლინებებში თბილისის "დინამოს", გორის "დილასა" და საჩხერეს "ჩიხურას" ფონდის სახსრები არ დაუხარჯავს. თბილისის "ლოკომოტივის" გამოყენებული 164 ლარიც სიმბოლურია.

ბუნებრივია, კითხვა ჩნდება, მივლინების ხარჯს ყველა გუნდი არ ითხოვს თუ რას მივაწეროთ ორი გუნდის გრაფაში სიცარიელე? ზოგიერთ კლუბს სხვა შემოსავალი გააჩნია და საკუთარი სახსრებით მგზავრობს.

კლუბი თანხა
კოლხეთი 49,402
დინამო ბთ 33,970
შუქურა 26,540
საბურთალო 13,503
ტორპედო 6,000
სამტრედია 5,000
ლოკომოტივი 0,164

მივლინება ქვეყნის გარეთ
კლუბი თანხა
ჩიხურა 160,000
ტორპედო 104,931
დინამო თბ 75,000
დინამო ბთ 54,459
ლოკომოტივი 52,697
საბურთალო 45,929
სამტრედია 40,000
კოლხეთი 1,562

ეს ხარჯი მხოლოდ გორის "დილასა" და ქობულეთის "შუქურას" არ ჰქონია.

ოფისის ხარჯები
ამ მონაცემებში "საბურთალო" ლიდერობს. ლიგის კლუბების ნახევარი ამ ხარჯს არ გასცემს.

კლუბი თანხა
საბურთალო 42,010.44
ლოკომოტივი 5,223.50
ტორპედო 4,900.00
კოლხეთი 2,515.28
დინამო ბთ 1,282.00

კვების ხარჯი
ყველაზე "პურიმჭამელი" გუნდი "კოლხეთია", რომელიც სულ გზაშია და მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება. აქ ხარჯები მხოლოდ ოთხმა კლუბმა გაიღო.

კლუბი თანხა
კოლხეთი 32,780.00
დინამო ბთ 26,838.00
ტორპედო 23,500.00
სამტრედია 18,000.00

აქაც იგივე კითხვა ჩნდება, რაც ქვეყნის შიგნით მივლინებების შემთხვევაში, რატომ არ აქვს ყველას კვების ხარჯები და აქაც ანალოგიურია - ამას ყველა გუნდი არ ითხოვს და ხარჯს სახსრებიდან ხარჯავს.

ცხადია, დავინტერესდით, აქვს თუ არა რომელიმე კლუბს მოთამაშეთა და პერსონალის დავალიანება და აღმოჩნდა, რომ პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი რამ მასობრივად არ მომხდარა. გამონაკლისი ბათუმის "დინამოა", რომელიც სახელფასო დავალიანების გასტუმრებას სპონსორული შემოსავლებიდან გეგმავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
გამჭირვალობა უპირველეს ყოვლისა. ამდენი წელი არავის უთქვამს რომელი კლუბი რამდენს ხარჯავდა სახელმიფოს ფულს და ამიტომაც ვართ ამ დღეში, იქნებ უფრო ადრე მოგვეთხოვა მათთვის შედეგი. ზოი წერს გავაპროტესტოთ სტადონზე არ მივიდეთო... პირიქით ე მოგიწოდებთ მივიდეთ და მოვთხოვთ თამაში, სირბილი და ბრძოლა. შეძახილები სანამ თამას არ მოუმატებენ იყოს "ირბინე" "იბრძოლე" "ითამაშე" და ა.შ. იქნებ ას ემაინც მოუმატონ. ჩათვალეთ რომ თითოეული კლუბის აქციონერები ვართ, განა ერთი და ორის არამედ ყველასი. ასე რომ ყველანი სტადიონზე, ჯერ მოსათხოვად და მერე უკვე მხარდასაჭერად :)
dave
10:03 24-07-2017
0
ბოლო პერიოდში დაფინანსებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი რას ემსახურება, ვერ ვხვდები. ფეხბურთის განვითარება გვინდა? ვინმეს გონია, რომ ეს თანხა ამისთვის საკმარისია? ან რატომ გგონიათ, რომ ფედერაციამ უნდა აკონტროლოს ყველაფერი? ანუ ფედერაციამ უნდა განსაზღვროს ყველა კლუბისთვის, ვინ რაში რამდენი უნდა ხარჯოს? კომუნიზმია? მოვაწყოთ მაშინ ფედერაციის გუნდების სოცშეჯიბრი.

ერთ რამეს გეტყვით - მოახდინეთ ყველა კლუბის სასწრაფო განკერძოება! ნუ ელოდებით ვიღაც "ინვესტორებს", რომლებიც ფეხბურთში ფულს მოიტანენ. ეს არის ზღაპარი, რომელსაც ფედერაცია და ჟურნალისტები 27 წელი ყვებიან! მიეცით კლუბებს თანხა ჩემპიონატში მონაწილეობისთვის - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და მორჩება ეს ხარჯების "სწორად გაწერის" სოცშეჯიბრი, კერძო მფლობელი თავის თავს არ მოპარავს. პრობლემა სახელმწიფო კლუბებშია და არა ზოგადად ფულის არასწორ გამოყენებაში - ყველა კერძო კლუბს სპორტსკოლებიც აქვს, ხარჯებსაც სწორად ალაგებს და ზოგადად უფრო სწორი მიმართულებით ვითარდება!
kote
12:01 24-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული