რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა

AutoSharing Option
სეზონის განახლების წინ, ფოთის "კოლხეთის" ყოფილმა ფორვარდმა მიკოლა კოვტალიუკმა თბილისის "დინამოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამიერიდან უკრაინელი ფორვარდი თბილისელთა ღირსებას დაიცავს.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა ლევან გულორდავამ უკრაინულ footboom.com-თან საუბრისას განაცხადა, "დინამოს" კოვტალიუკის ტრანსფერი 3 ათასი დოლარი დაუჯდა.

"როცა უკრაინაში, მაკაროვის მემორიალზე კოვტალიუკი პირველად დავინახე, ჩემთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ არ თამაშობდა ასეთი ფეხბურთელი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. მას შესანიშნავი მონაცემები აქვს, სწრაფი და ძალიან მონდომებულია.

გადავწყვიტე, დავხმარებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ჩემპიონატში ის გოლებს გაიტანდა. შემდეგ კი, კარიერასაც განავითარებდა. ასეც მოხდა.

"კოლხეთში" გადასვლიდან ნახევარ წელიწადში მისი კონტრაქტი "დინამომ" გამოისყიდა.

- რა დაუჯდა "დინამოს" მისი შეძენა?
- სამი ათასი დოლარი.

- აქვს თუ არა მას "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შანსი?
- სხვანაირად ვერც იქნება. ამისთვის გადავიდა. "კოლხეთის" შემადგენლობაში კოვტალიუკმა თერთმეთი გოლი გაიტანა. თანაც, იმ გუნდში თამაშობდა, რომელშიც ჩემპიონატში დარჩენისთვის იბრძვის. იმედია, "დინამოში" როგორც მინიმუმ იმ შედეგის განმეორებას შეძლებს, რომელიც "კოლხეთში" ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ანუ ნეიმარის ტრანსფერის ფასად, 75000 კოვტალიუკს იყიდი
12
22 ივლისი 2017 20:54
0
3000 DOLARI GORI GIRS POTIS BAZARSHI ES RA VARSKLAVI UNDA IYOS
jora
22 ივლისი 2017 18:41
0
3 ათასი დოლარიი???? ეს ხომ კოსმოსური თანხააა! ღმერთო ჩემო რა ფულები ტრიალებს ქართულ კლუბებში))))))))
oto
22 ივლისი 2017 12:24
0
დინამომ კოლხეთიდან კი არ გამოისყიდა, უკრაინის 1 ლიგის გუნდიდან საიდანაც იყო კოლხეთში განათხოვრებული
buzala
23 ივლისი 2017 11:06
0
ეს ის გულორდავაა,ზუგდიდს უკრაინელი აფერისტები რომ შემოუსია,და საკუთარი ქალაქის გუნდი გაანადგურებნა.
ბესო
22 ივლისი 2017 19:13
0
გულორდავა არის ვაი ზუგდიდელი.
სოსო
22 ივლისი 2017 19:09
0
გულორდავა! ასთი ფხბურთელის აგენტი თუ იყავი,რაღა დებილებით გამოტენე ზუგდიდი რომელც შენი წყალობით დაემშვიდობა პირველ ლიგას.არადა ზუგდიდზე შეყვარებულ და თავდადებულ კაცად გამოგვეცხადე.
თენგო
22 ივლისი 2017 19:08
0
გულორდავა! ასთი ფხბურთელის აგენტი თუ იყავი,რაღა დებილებით გამოტენე ზუგდიდი რომელც შენი წყალობით დაემშვიდობა პირველ ლიგას.არადა ზუგდიდზე შეყვარებულ და თავდადებულ კაცად გამოგვეცხადე.
თენგო
22 ივლისი 2017 19:08
0
სრული ტყუილია, კოლხეთს დარჩა მოგება, გუნდმა იხეირა, ჯერ კოლხეთმა გამოისიდა უკრანული გუნდიდან 3 000 დოლარად და დინამოს დიდ თანხად მიჰყიდა საუბარია 300 000 $ ზე და ფოთში ჭამენ ფულს
zuria
22 ივლისი 2017 18:21
0
სირცხვილია ნამდვილად, მე ,,კოლხეთი''-ს გულშემატკივარი ვარ და მაგარი მიტყდება ასეტ ფასად ფეხბურტელის გაყიდვა, თანაც ამ გუნდისთვის საკმაოდ სერიოზული ძალა იყო....
ილია
22 ივლისი 2017 17:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული