გიორგი ფანცულაია: არსად გადავსულვარ... ველოდები, რომელ კლუბში მიმიწვევენ

AutoSharing Option
გიორგი ფანცულაია "საბურთალოს" ივნისში დაემშვიდობა და მას შემდეგ ახალ გუნდს ეძებს.

23 წლის თავდამსხმელი თბილისურ კლუბში 2015 წელს ჩაირიცხა და გარდამავალ ჩემპიონატში "საბურთალოს" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც იყო, მაგრამ წლეულს ჩატარებული 16 შეხვედრიდან მხოლოდ 5 მატჩი ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

ხელშეკრულების ვადა რომ ამოეწურა, არც "საბურთალოს" შეუთავაზებია კონტრაქტის გახანგრძლივება და თავადაც სხვაგან გადასვლა ისურვა.

"არსად გადავსულვარ და ჯერ ინდივიდუალურად ვემზადები. ველოდები, რომელ კლუბში მიმიწვევენ. სავარაუდოდ, ყველაფერი 10-12 დღეში გაირკვევა", - გვითხრა ფანცულაიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
bijo ra uqenit am saits?
S.P
04 აგვისტო 2017 22:24
1
გადმოდი ბატუმის დინამოსი
gia
28 ივლისი 2017 13:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული