"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინლაძე სოციალური ქსელის საშუალებით საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა.

"ემოციებისგან დაცლილი ვარ, ჩვენი ფეხბურთელებისა და მთლიანი შემადგენლობის მიმართ მხოლოდ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა მამოძრავებს.

საქართველომ დაწერა ისტორია. გარდა სპორტული შედეგისა, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები.

ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას.

მადლობა, ეროვნული ნაკრები, რომ საქართველოს დროშა, ჩვენი ფერები, ჩვენი გერბი, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი ბრძოლა და ჩვენი დაუოკებელი სწრაფვა წარმატებისკენ მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქციეთ.

გაუმარჯოს საქართველოს!", - წერს ქინქლაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა.

alt"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

altმიქაუტაძის ამსტერდამული პერსპექტივები - აქ შოთას გაჰქონდა, ქინქლაძე კი დასაჯეს და ფეხბურთი სიამოვენებას აღარ ანიჭებდა...

altგენიოსი, წარმოუდგენელი და უდიდესი ტალანტი, რომელიც არაფრით მოვიდა და ყველაფერი წაიღო - გიორგი ქინქლაძეზე ინგლისური გამოცემა წერს

მკითხველის კომენტარები / 18 /
აქ და სხვაგანაც ვინც ამ გუნდს აგინებთ ცხოვრებაში რა ჩემი ფეხები გაქვთ გაკეთებული? სამი ადამიანი მაინც გაგიხარებიათ თქვენი საქმიანობით? მოკეტეთ რა ამოხვედით ყელში.
ჯონდო
01 ივლისი 2024 15:16
35
შეეშვი მეგობარო მაგ ხალხს. მაგათ მხოლოდ ერთი სახელი აქვთ რომელსაც აქ ვერ დავწერ ცენზურის გამო. დიდება საქართველოს.
ჯონდოს
01 ივლისი 2024 19:00
12
ნაღდი ჯონდო გქვია?
ჯონდო-ს
01 ივლისი 2024 18:24
2
მსოფლიოს ყურადღება შეიძლება მართლაც მივიქციეთ კარგი გულშემატკივრობით. მაგრამ თამაში ნამდვილად კატასტროფა იყო და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მართალი თქვა ესპანელთა მწვრთნელმა, კიდევ 8-9 გოლის გატანა შეგვეძლოო. რადიკალური ზომებია მისაღები ახალ შესარჩევამდე და ეს დღესვე უნდა დავიწყოთ. ფაქტიურად ნახევარი გუნდი არ გვყავს. ახალი, გამოცდილი მწვრთნელი, თუნდაც კალცონას დონის და ახალი სისხლი ნაკრებში. თუ არა და შანსი არა გვაქვს არც ჩეხებთან, არც უკრაინასთან და თქვენ წარმოიდგინეთ არც ალბანეთთან!
ნამეტანსაც ნუ გავაბუქებთ
01 ივლისი 2024 14:55
13
8-9 გოლი უნდა გაგვეტანა მაგის თქმა ჩეხებსაც შეეძლოთ და თურქებსაც, მაგრამ გაგვიტანეს? ესპანეთმა შესძლო 4-ის გატანა, ისიც ერთი-ორის მსაჯის დახმარებითაც, იმიტომ რომ ესპანეთია. ჩვენი თამაშია ეგეთი, რო შეეძლოთ, მაგრამ ვერ გაიტანეს, და სწორედ მაგაზე ლაპარაკობს ქინქლაძე, თუ წაიკითხე სტატია საერთოდ.
გიორგი
01 ივლისი 2024 15:05
6
და რა ვითამაშეთ ასეთი უნიკალური ფეხბურთი? ეტყობა მე სხვა ჩემპიონატს ვუყურებდი....))))
ბურთის ფლობა 10%-90%. აი ეს კი ნამდვილად უნიკალური გვქონდა. ამასაც მოხერხება უნდა.)))))
უნიკალურიო?
01 ივლისი 2024 15:44
27
იმდენად ძლიერი მეტოქე იყო რომ ჩვენები უძლურები იყვნენ და მაინც მოახერხეს ის რომ გაუმკლავდნენ მათ უძლიერეს შემოტევებს
კატ
01 ივლისი 2024 18:34
2
აი ეგრე რაა, კაი ხალხს სთხოვეთ ხოლმე აზრის გამოთქმა, ქინქის, შოთას, ქეცბაიას, გუცაევს, მიხიჩას და ა.შ;
რად გვინდა ეს კავაზაშვილები, პავლიაშვილები, ჯანაშიები და ეგეთი უეროვნებო სასტავი..
ვენეციის კომისია
01 ივლისი 2024 14:12
9
რას უძახიან კარგ ფეხბურთს, 4:1-ს?
გია
01 ივლისი 2024 15:04
20
შენნაირი ფეხბურთელი გვინდოდა ნახევარდაცვაში, აბა რას ჰგავდა ჩვენი თამაშიმ
ასე ცუდად, ჩამჯდარი არავინ თამაშობს, რა არის საამაყო? საამაყო მხოლოდ მეკარე გვყავს
პატრიოტი
01 ივლისი 2024 13:48
21
როცა ფეხბურთი არ გესმის :)))
ზურა
01 ივლისი 2024 14:35
6
ზურა, მე 1964 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს, დიდი ყურადღებით ვუყურებ. ჩვენი მესხის და ბარქაიას გარდა მახსოვს ბობი ჩარლტონის, ეისებიოს, პელესაც ...) თამაშები. ერთი გაგვარკვიე რა მოგეწონა და მე და ამ პატიოსან კაცს რა არ გვესმის?! წაგება დიდი ანგარიშით, ბურთის ფლობა 10-12%, რა არის მოსაწონი და საამაყო? ნაკრებმა ბურთი 30 წამიც ვერ აკონტროლა! შეურაცხყოფას ნუ მოგვაყენებ, გვითხარი უბრალოდ, გაგვარკვიე!
aburjga
01 ივლისი 2024 19:08
3
ყველა გამოხმაურება
ჰოო ისეთი მაგრები ვართ 4-1 ზე მეტი ანგარიშით არ წავაგებთ მეტოქესთანო, მართლაც მშვენიერი პროგრესია, 7-1 იდან 4-1 მდე, მეტი რა გვინდა, შეიძლება 3-1 მდეც მივიდეთ : ))
სალომე
01 ივლისი 2024 13:45
17
როდესაც ცნობილი მხტომელი,რომელიც 8,50 სისტემატურად ხტება და სადღაც 8,40 გადახტება,ეს არავის უკვირს,მაგრამ თუ შენ,რომელსაც არასოდეს გქონია 7 მეტრზე უკეთესი შედეგი, იქ 8 მეტრზე გადახტები,შენი გაუკვირდებათ და შეგაქებენ.ყველაფერი ფარდობითია და აინშტაინმა დიდი ხანია,რაც ეს დაამტკიცა.საქართველო იმ სიმაღლეზე ახტა,რომელსაც არავინ ელოდა და ისეთი თამაში აჩვენა,როგორსაც არავინ ელოდა.ვისაც დიდი ფეხბურთი უთამაშია და ესმის,მათ დააფასეს,რადგან იციან,რამხელა თავგანწირვას და შრომას მოითხოვს,საკუთარ თავზე მაღლა ახტომა.ვისაც არაფერი გაუკეთებია ღირებული,მათთვის კი,ეს გაუგებარია.სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ბევრია,ასეთი.
სოსო
01 ივლისი 2024 20:12
4
ყრუ დაცვა ფეხბურთი არ არის,თუმცა მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის და შრომისთვის. მე არ მომწონს ყრუ დაცვაში დგომა და მსგავსი სტილი,იტალიელები აღარ თამაშობენ ასე და ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ვცადოთ მაინც.თან ესპანელები დახელოვნებულები არიან ყრუ დაცვასთან თამაშზე,99% ეგრე ეთამაშება და იციან როგორ მოუგონ. დააკვირდით,ესპანელები მეტოქეს თავისივე საჯარიმოსთან ახრჩობენ და სასწაულ პრესინგს თამაშობენ. თუ გრძელი პასის კულტურა არ გაქვს გუნდში,ამ პრსინგს თავს ვერ დააღწევ. თუმცა თუ იგივე იარაღით დაუპირისპირდები ანუ თუ პრესინგს მოუწყობ საჯარიმოსთან,თქვენი აზრით,ვერ დავაშვებინებთ შეცდომას? ამ სტილის მოთამაშე არის გვარდიოლა,ხოდა გავიხსენოთ,რომელ მწვრთნელს აქვს მასთან დადებითი ბალანსი,გეგენპრესინგით მოთამაშე კლოპს. ანუ კლოპმა იცის რო თუ დაცვაში ჩაუჯდები გვარდიოლას,უეჭველი წაგებული გაქვს და შანსი თუ გინდა გქონდეს,უნდა დაპრესო საყრდენი ზონა და დაცვა. ასე აღწევდა წარმატებას,ასე უგებდა დორტმუნდიათაც და ლივერპულითაც. გასაგებია რო ამას სხვა მომზადება სჭირდება,მარა თუ არ სცადე დაწყება,ყრუ დაცვა და მაზოხიზმი გვიშველის? უპრიანი იქნებოდა ამ თამაშში,როდრის პოზიციაზე გვქონოდა პრესი და კუკურელიაზე,მარა ვერ ამოვდიოდით სამაგისოდ. კაკაბაც კუკურელიას გაექცა და ის ზონა ჩავარდა. გერმანია მოუგებს ამ ესპანეთს,ზუსტად იგივე რაღაცით რაც დავწერე ზემოთ. ნაგელსმანი გერმანული სკოლაა და მათ იციან პრესინგის თამაში,ამ კაცმა დაცვაც იცის. ჩვენ კი,უნდა დავიწყოთ შემტევი ფეხბურთით თამაში,ოდესმე ხო უნდა ვქნათ ეს? აგერ სლოვაკებს ვინ ყავთ ისეთი,შვანცკები და სტრელცები,ხოდა ზემოთ აწეულები არიან და პრესინგს თამაშობენ. ისე კი,მადლობა ამ ბიჭებს,რაც არის ეს არის,მეტი რესურსი ამჟამად არ არის. უცებ ვერ გახდები გეგენპრესინგის მოთამაშე გუნდი,ვარჯიში უნდა მაგას და ეგრე აღზრდა ახალგაზრდების.
იასონას უდარი
01 ივლისი 2024 19:57
1
sheni rekomendirebuli fexburti vetamashet espanets bolos tbilisshi da shedegi shegaxseno?!
Alexandre
02 ივლისი 2024 00:35
2
არგინდათ პროფესორობა გესმით ფეხბურთი წადით იქ გააკეთეთ რამე ბევრია სამუშაო და ბევრი რამეა გამოსასწორებელი მაგრამ 8 ფინალში გავედით ყველა თამაში ხალხის გახარებქ იყო ეს უნდა გავაგრძელოთ ვიაროთ გასვლოთ თამაშებზე წეპიწადში ისედაც ცოტა თამაშს თა.აშობენ გადავფაროთ როგორც ევროპაზე წარმქტებები ბიჭებს მადლობა ბედნიერებისთვის❤️❤️❤️
ემიგრანტი
02 ივლისი 2024 00:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული