ჩემპიონის რეაბილიტაცია ექსჩემპიონთან

AutoSharing Option
ზესტაფონი. დ. აბაშიძე 1800 მაყურებელი
ზესტაფონი-მეტალურგი 2:0
1:0 გელაშვილი (43. პენ.), 2:0 დვალი (45. გელაშვილის პასით)

ზესტაფონი მეტალურგი
4-4-2 4-2-3-1
რ. კვასხვაძე ბედიაშვილი
ბენაშვილი სეთურიძე
კობახიძე ა.კვახაძე
საჯაია გ.კვარაცხელია
ელიავა ჯაფარიძე
აფციაური რაზმაძე
გორგიაშვილი ქავთარაძე
ძარია ჭედია
შ. გრიგალაშვილი მიქაბერიძე
დვალი გეწაძე
გელაშვილი ტატანაშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ. ჭიაბრიშვილი კ. ჟორჟიკაშვილი

ზესტაფონი
63. გრიგალაშვილი - ბაბუნაშვილი
75. გორგიაშვილი - ფიფია
84. ძარია - სარდალიშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, ალადაშვილი, გაგოშიძე, წინამძღვრიშვილი

მეტალურგი
46. მიქაბერიძე - დობროვოლსკი
46.ქავთარაძე - მაისურაძე
77.გეწაძე - პავლიაშვილი
სათადარიგოები:
ბათიაშვილი, მახვილაძე, გავაშელიშვილი, ჩადუნელი
გაფრთხილება: ა.კვახაძე (43)
არბიტრი: გ.ვადაჭკორია

გასულ ოთხშაბათს ზესტაფონში სუპერსენსაცია მოხდა, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უმაღლეს ლიგაში წლეულს დაბრუნებულ გორის ,,დილასთან" 0:4 წააგო. ზესტაფონელებს გულშემატკივრებთან რეაბილიტაცია მართებდათ და ჩემპიონატის ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან, რუსთავის ,,მეტალურგთან უნდა დაემტკიცებინათ, რომ ,,დილასთან" განადგურება დროებითი ჩავარდნა იყო და არა დიდი კრიზისის დასაწყისი. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს მოახერხეს და ყველა კითხვას პირველივე ტაიმში გასცეს პასუხი.

ფეროელთა ახალგაზრდა დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ,,დილასთან" მარცხის შემდეგ შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა. ალადაშვილის ნაცვლად მარჯვენა მცველად ალექსი ბენაშვილი გაამწესა, რომელიც ძალიან აქტიური იყო და პირველი გოლისას ზესტაფონელებმა პენალტი სწორედ მისი ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გამოიმუშავეს. გიორგი ონიანის ნაცვლად ძირითადში გამოცდილი ედიკ საჯაია გამოჩნდა. ბაბუნაშვილისა და წინამძღვრიშვილის ნაცვლად კი ძირითადს დაუბრუნდნენ თორნიკე აფციაური და ჯაბა დვალი, რომლებიც ძალიან ნაყოფიერად ირჯებოდნენ და ,,ზესტაფონის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. რუსთაველებმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ,,ტორპედოსთან" გამარჯვებული შემადგენლობა უცვლელი დატოვეს.

თამაშის დაწყებამდე წვიმამ გადაიღო და მინდორიც შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლის გატანაც შეეძლოთ: ბენაშვილმა მარჯვენა ფლანგზე გაილაღა და კარშიც დაარტყა, ბედიაშვილმა ცუდად მოიგერია ბურთი, მაგრამ გელაშვილმა ამით ვერ იხეირა. ფეროელები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და სწრაფადაც უტევდნენ. დვალის კარგი გადაცემის შემდეგ გელაშვილი ურტყამდა სახიფათოდ და ბედიაშვილმა რთული ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი აფციაურმა ააცილა.

ამის შემდეგ კვლავ გელაშვილმა და გრიგალაშვილმა სცადეს გატანა. ტაიმის შუაწელიდან მასპინძლებმა ტემპი შეანელეს, მაგრამ უპირატესობას კვლავ ისინი ფლობდნენ და ამას შედეგიც მოჰყვა: ტაიმის მიწურულს კვახაძემ ხელით ითამაშა და გელაშვილმა სამართლიანი პენალტი გოლად აქცია, მალევე აფციაურმა ჯაფარიძეს მოჰპარა ბურთი და გელაშვილს უპასა, მან დვალს შეუქმნა ხელსაყრელი პოზიცია და ჯაბამაც შანსი ხელიდან არ გაუშვა - 2:0. ამ გოლებს შორის რუსთაველებს ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ, ტატანაშვილმა ორი მცველი ჩამოიცილა, მაგრამ კარში ზუსტად ვერ დაარტყა.

მეორე ნახევარი კვლავ ზესტაფონელთა შტურმით დაიწყო და მათ ანგარიშის გაზრდაც მართებდათ: გელაშვილმა მცველები კარგად ჩამოიცილა, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბედიაშვილმა იმარჯვა, მოგერიებულ ბურთს გორგიაშვილი ამატებდა, მაგრამ ჯაფარიძემ ზედ კარის ხაზთან გაანეიტრალა საფრთხე. რუსთაველებიც არ ყოფილან გულხელდაკრეფილნი, მათ საუკეთესო მეგოლეს დიმიტრი ტატანაშვილს ორი რეალური მომენტი ჰქონდა.

აღსანიშნავია გივი კვარაცხელიას მიერ დაახლოებით 40 მეტრიდან დარტყმული ბურთი, რომელიც კვასხვაძემ გაჭირვებით მოიგერია. ბოლოს იგი დობროვოლსკიმაც შეაწუხა, მაგრამ რუსთაველებმა ანგარიშის "დასველებაც" ვერ მოახერხეს. ,,ზესტაფონმა" დამსახურებულად გაიმარჯვა და ,,დილასთან" განცდილი კოშმარიც დავიწყებას მიეცა - გულშემატკივრებმა გუნდი ოვაციით გააცილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა 1800 500 კაცზე მეტი არ იყო გუშინ თამაშზე
rustavi
11:18 26-09-2011
0
ramdeniiiii? milion ravaasi atas xutasiiiii? :-D
janela
11:53 26-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული