"მეტალურგმა" ფეხბურთელები დასაჯა

AutoSharing Option
მე-7 ტურში რუსთავის "მეტალურგმა" "ზესტაფონთან" სტუმრად 0:2 წააგო, რაც რამდენიმე რუსთაველ ფეხბურთელს ფინანსურ სანქციად დაუჯდა.

როგორც "ლელოსთვის" გახდა ცნობილი, შედეგით უკმაყოფილო "მეტალურგის" ხელმძღვანელობამ ალექსანდრე კვახაძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ჭედია და გიორგი მიქაბერიძე ხელფასის 20 პროცენტის დაქვითვით დააჯარიმა.

ინფორმაციის კომენტარი "მეტალურგის" გენერალურ დირექტორს ბუბა ტყავაძეს ვთხოვეთ:

"კონკრეტულად ამ ამბავთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, განა იმიტომ, რომ ფაქტის დამალვა მსურს, უბრალოდ, ეს გუნდის შიდა სამზარეულოა და არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. გუნდში უკვე ითქვა, რაც სათქმელი იყო და ფეხბურთელებმა გაიგეს, რასაც ვითხოვთ მათგან. იქნება
როგორც წახალისება, ისე საჯარიმო სანქციები", - გვითხრა ტყავაძემ.

ფაქტია, რომ ამ სანქციების შემდეგ რუსთაველებმა გაცილებით კარგად და სანახაობრივად ითამაშეს გორის "დილასთან", ვიდრე "ზესტაფონთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული