ვინაიდან თამაშს ეროვნულ ჩემპიონატში გაგრძელებს, რამდენიმე ტურია, არ მოუგიათ და ცხრილში პირველი ადგილიდან მეათეზე ჩაინაცვლეს, დაირხა ხმები, რომ უკრაინელს გუნდი დაატოვებინეს.
ამბის გასარკვევად "ლელო" "გაგრას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მიხეილ აფხაზავას დაუკავშირდა.
- მინდა, ოფიციალურად განვაცხადო, რომ ანატოლი პისკოვეცი კლუბიდან არ წასულა. მას ჯერ კიდევ "ანორთოსისთან" თამაშის შემდეგ აწუხებდა გული, რის გამოც რამდენჯერმე ექიმთან მისვლაც დასჭირდა. ასაკონვანი კაცია, წნევამაც შეაწუხა და
- თუ ექიმები მუშაობის გაგრძელებას არ ურჩევენ, რას აპირებთ?
- ამას არ განვიხილავთ, გვჯერა, მალე დაძლევს ჯანმრთელობის პრობლემებს, მისი ბინა შენარჩუნებულია და პატრონს ელოდება.
- ხმა დაირხა, "ტორპედოსთან" თამაშის წინ პისკოვეცს კლუბის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა, თუ თამაშს ვერ მოიგებდა, გაგრას დატოვებდა. ჯანმრთელობის ამბავი მომიზეზება ხომ არ არის?
- არა, ეს ყველაფერი სისულელე და ჭორია! ანატოლი პისკოვეცი "გაგრას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელია, რომელმაც კლუბს ქვეყნის თასი მოაგებინა. უმაღლესში გადმოსვლის შემდეგ მასთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ამ ხნის განმავლობაში ის "გაგრაში" რჩება.
- მომდევნო ტურის შეხვედრაში ვინ უთავკაცებს "გაგრას" "ზესტაფონის" წინააღმდეგ?
- გუნდს ახლა მეორე მწვრთნელი ზვიად ჯელაძე და დუბლშემადგენლობის თავკაცი თემურ ჩხაიძე ავარჯიშებენ. შემდგომისთვის კი პისკოვეცის გამოჯანმრთელებას დაველოდებით. ვიმეორებ, ის რჩება "გაგრაში."
" გაგრას" პრეზიდენტ ბესო ჩიხრაძეს კიევში დავუკავშირდით:
- დღეს შევხვდი ანატოლის, ვისაუბრეთ. სანატორიუმში უნდა წავიდეს და იმკურნალოს, ამიტომ ერთი თვის განმავლობაში გუნდთან ერთად ვერ იქნება.
- ვაითუ პისკოვეცმა ვეღარ შეძლოს მუშაობის გაგრძელება, მის შემცვლელს არ ეძებთ?
- გავიდეს ეს პერიოდი და თუ პისკოვეცი ვეღარ იმუშავებს, შემდეგ დავიწყებ ახალი მწვრთნელის ძიებას. რაც შეეხება ულტიმატუმს "ტორპედოს" თამაშამდე, მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ ველოდებით მის გამოჯანმრთელებას, მანამდე კი გუნდს ზვიად ჯელაძე უთავკაცებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"