რამდენიმე დღის წინ კლუბის ხელმძღვანელობა თითქმის გამორიცხავდა ქალაქის მეორე სტადიონზე, "ქართლზე" "გადაბარგებას" და ფიქრობდა, რომ სხვა ქალაქში ეძებნა დროებითი თავშესაფარი, თუმცა, როგორც გაირკვა, ზამთრამდე "დილა" მაინც იქ გადავა.
გუნდის უფროსმა ვანო ხორგუაშვილმა ამაზე უკვე დადასტურებული ინფორმაცია მოგვაწოდა. "ვიდრე ჩვენი მთავარი არენა მოწესრიგდება, ანუ იქ დაიგება ახალი
ერთი სიტყვით, "დილა" უახლოეს შეხვედრას, 15 ოქტომბერს ზუგდიდის "ბაიასთან" "ქართლზე" ჩაატარებს. მკითხველს შევახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე თვეა, ეს სტადიონი ქალაქის მუნიციპალიტეტმა სათადარიგო მოედნად გადასცა "დილას", თუმცა, ვინაიდან ფეხბურთის ფედერაცია ამ სარბიელს უმაღლესი ლიგისთვის შეუფერებლად მიიჩნევდა, მასზე შეხვედრები არ იმართებოდა და, სიმართლე ითქვას, არც "დილას" სჭირდებოდა ის ოფიციალური მატჩებისთვის. იქაურობა გუნდს მხოლოდ სავარჯიშოდ სჭირდებოდა.
საინტერესოა საფართან დაკავშირებული ამბავიც. კერძოდ, კლუბის მეპატრონენი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიდან აღებული საფრის დაგებას "ქართლის" მთავარი მოედნის გვერდით მდებარე მოედანზე აპირებდნენ. იქ ამის აუცილებლობა მართლაც იყო და ჩვენც ვფიქრობდით, რომ ასეც მოხდებოდა, თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, გორის ცენტრალური სტადიონიდან აღებული ბალახი ქალაქის ქუჩების მიმდებარე მწვანე მონაკვეთებსა და სკვერებში დაიგო. ახლა "ქართლის" მცირე მოედანზე, სადაც აღებული საფარი უნდა გადაეტანათ, კლუბს საგაისოდ ბალახის დათესვა მოუწევს.
არადა, ნებისმიერი გორელი გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ყოფილი გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის დროს, როდესაც ფეხბურთმა და, კერძოდ, "დილამ", როგორც იქნა, ყურადღება იგრძნეს, პირიქით მოხდებოდა, ანუ იმ ძველ საფარს უთუოდ რომელიმე საფეხბურთო მოედანზე დააგებდნენ, ხოლო ქუჩაში საგაისოდ ბალახს დათესდნენ. მაგრამ ახლა საქმე სხვაგვარადაა და ესეც კიდევ ერთი პატარა მიზეზია გორელი გულშემატკივრის შესაშფოთებლად.
იმედი ვიქონიოთ, რომ "დილა" საკუთარ სტადიონზე დაგებულ ახალ მოედანს არასპორტული პრობლემებით არ დაუბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"