საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა შეხვედრა 15 ნოემბრისთვის მალევე დანიშნა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში მატჩის ჩატარების ადგილი გაურკვეველი იყო. ლანჩხუთის ვარიანტი, ფაქტობრივად, თავიდანვე გამოირიცხა. საქართველოში ბოლო დღეებში უმეტესად ავდარია და ლანჩხუთის სტადიონი ისეთ მდგომარეობაშია, წვიმის შემთხვევაში სათამაშოდ ისევ უვარგისი გახდებოდა. იყო ქუთაისის სტადიონის ვარიანტიც, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ მატჩი ზუგგიდში გაიმართება.
დღეისთვის
აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ზესტაფონს" საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში რვა ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი, საიდანაც ექვსი უკვე დაუბრუნდა. 19-წლამდელთა განკარგულებაში რჩებიან თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე.
უკეთესობისკენ მიდის "ზესტაფონის" ძირითადი მეკარის, როინ კვასხვაძის მდგომარეობა, რომელსაც ხელის თითის მოტეხილობის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა და ეროვნული ნაკრების შეკრებასაც დააკლდა.
"კოლხეთთან" "ზესტაფონს" დისკვალიფიცირებული ედიკ საჯაია დააკლდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"