"კოლხეთი"-"ზესტაფონი" ზუგდიდში გაიმართება

AutoSharing Option
15 ნოემბერს ფოთის "კოლხეთისა" და "ზესტაფონის" გადადებული მატჩი გაიმართება. შეგახსენებთ, ეს შეხვედრა 6 ნოემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ თავსხმა წვიმამ ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძის" მოედანი დატბორა და თამაში შეუძლებელი გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა შეხვედრა 15 ნოემბრისთვის მალევე დანიშნა, მაგრამ რამდენიმე დღის განმავლობაში მატჩის ჩატარების ადგილი გაურკვეველი იყო. ლანჩხუთის ვარიანტი, ფაქტობრივად, თავიდანვე გამოირიცხა. საქართველოში ბოლო დღეებში უმეტესად ავდარია და ლანჩხუთის სტადიონი ისეთ მდგომარეობაშია, წვიმის შემთხვევაში სათამაშოდ ისევ უვარგისი გახდებოდა. იყო ქუთაისის სტადიონის ვარიანტიც, მაგრამ საბოლოოდ გაირკვა, რომ მატჩი ზუგგიდში გაიმართება.

დღეისთვის
უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში "ზესტაფონი" მესამე ადგილზეა, მაგრამ ფოთელთა ძლევის შემთხვევაში "ტორპედოსა" და "დინამოს" ჩამოიტოვებს და კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდება. "კოლხეთს" კი "გაგრას" გასასწრებად და ზედა რვა გუნდში მოსახვედრად ასევე გამარჯვება სჭირდება.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ "ზესტაფონს" საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებებში რვა ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი, საიდანაც ექვსი უკვე დაუბრუნდა. 19-წლამდელთა განკარგულებაში რჩებიან თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე.

უკეთესობისკენ მიდის "ზესტაფონის" ძირითადი მეკარის, როინ კვასხვაძის მდგომარეობა, რომელსაც ხელის თითის მოტეხილობის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა და ეროვნული ნაკრების შეკრებასაც დააკლდა.

"კოლხეთთან" "ზესტაფონს" დისკვალიფიცირებული ედიკ საჯაია დააკლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული