გიორგი ჯანელიძე "ვიტ ჯორჯიას" "სიონთან" დაუბრუნდება

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიას" 22 წლის შემტევი, გიორგი ჯანელიძე მოედანს 27 ნოემბერს დაუბრუნდება. მან ტრავმა 11 ნოემბერს, საქართველო-მოლდოვას ამხანაგური მატჩის დროს მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.

ჯანელიძემ ორი დღეა, ვარჯიში განაახლა. მის გარეშე "ვიტ ჯორჯიამ" ჯერ მარტვილში წააგო "მერანთან" 0:3, შემდეგ კი მინიმალური სხვაობით დათმო სათასო მატჩი რუსთავში "მეტალურგთან".

შეგახსენებთ, რომ ჯანელიძე მოლდოვის ნაკრებთან შეხვედრაში მოედანზე 86-ე წუთზე გამოჩნდა, პენალტიც მოინადირა, რომელიც შოთა გრიგალაშვილმა ვერ გამოიყენა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული