[ზესტაფონი-დინამო 5:1] სავსებით შესაძლო სათაურის ანონსი - წადიოს!

AutoSharing Option
ზესტაფონი. დ.აბაშიძე 4000 მაყურებელი
ზესტაფონი-დინამო 5:1
1:0 შ. გრიგალაშვილი (51.თ. ღონღაძის პასით), 2:0 გორგიაშვილი (60), 3:0 დვალი (70.გელაშვილის პასით), 3:1 თექთურმანიძე (85.ოდიკაძის პასით), 4:1 ელიავა (88.შ.გრიგალაშვილის პასით), 5:1 გელაშვილი (90. პენალტით)

ზესტაფონი დინამო
4-4-2    4-1-4-1
რ.კვასხვაძე ლორია
თ.ღონღაძე ოდიკაძე
გ.ონიანი ხოჭოლავა
საჯაია რეხვიაშვილი
ელიავა ლომიძე
აფციაური კოტო
გორგიაშვილი კვეკვესკირი
ძარია ალვარო
შ.გრიგალაშვილი ჯიღაური
გელაშვილი კახელიშვილი
დვალი ჩისკო
მწვრთნელი მწვრთნელი
გ.ჭიაბრიშვილი ა.გარსია

ზესტაფონი
75. დვალი - ბენაშვილი
75. საჯაია - კობახიძე
79. ძარია - ბაბუნაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, სარდალიშვილი, ფიფია, ლომია

დინამო
70. კახელიშვილი - თექთურმანიძე
90. ჯიღაური - ნადირაძე
სათადარიგოები: გველესიანი, პარუნაშვილი, ლექვთაძე, რობერტინიო, იაგუე

გაფრთხილება: ჩისკო (43), ლომიძე (57)
გაძევება: ლორია (90)
არბიტრი:გ.ვადაჭკორია

გუშინდელი საღამო ზესტაფონში არასოდეს დაავიწყდებათ. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონებმა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და "დინამოს" განადგურებით ქომაგები უსაზღვროდ გაახარეს.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მართლაც დიდებულად ითამაშა და პრინციპულ მეტოქესთან გამარჯვებით ლიდერობა უფრო გაიმყარა.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ ძნელი წარმოსადგენი იყო, მასპინძლები ალექს გარსიას შეგირდებს ასე უმოწყალოდ თუ "გადაურბენდნენ". თუმცა, მეორე ტაიმში ფეხბურთს მხოლოდ ერთი გუნდი - "ზესტაფონი" თამაშობდა, თბილისელები კი ძირითადად საკუთარი კარიდან ბურთების გამოტანით იყვნენ დაკავებულნი. თითქოს სიმბოლური იყო ისიც, რომ მეორე ტაიმში ზესტაფონური არენა რამდენიმე წუთით ფეროდან წამოსული კვამლში გაეხვია, კვამლი კი, მოგეხსენებათ, უცეცხლოდ არ ჩნდება და მოედანზე ცეცხლი სწორედ ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა დაანთეს.

ზესტაფონელები გია გეგუჩაძის მწვრთნელობისას ხშირად სწრაფ გოლზე აკეთებდნენ აქცენტს, ჭიაბრიშვილი კი, ზემოიმერლების ბოლო მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, საწყის წუთებში უფრო ფრთხილ თამაშს და მოწინააღმდეგის სისუსტეების თანდათან გამოყენებას ამჯობინებს. ალბათ, ამით იყო განპირობებული, რომ მასპინძლები პირველ ტაიმში ბოლომდე ვერ გაიხსნენ და რიგ ეპიზოდებში "დინამო უკეთ გამოიყურებოდა.

ზესტაფონელებს განსაკუთებით გიორგი კახელიშვილი და თავდასხმაში ეულად გამწესებული ჩისკო აწუხებდნენ. პირველი რეალური მომენტები სწორედ მათ შექმნეს. კახელიშვილის სახიფათო საჯარიმო დარტყმას კვასხვაძე ადგილზე დახვდა, ჩისკოს თავური კი ხარიხამ მოიგერია. ამას ჯიღაურის ორი მომენტი მოჰყვა. პირველი ეპიზოდისას კვასხვაძე გაისარჯა საიმედოდ, კოტოს ჩაწოდების შემდეგ კი ჯიღაურის თავური მიზანს ასცდა. ტაიმის ბოლოს უპირატესობა მასპინძლებისკენ გადავიდა და ჩვეულად აქტიურ ჯაბა დვალს ზედიზედ ორჯერ მიეცა გატანის შანსი, თუმცა გრიგალაშვილისა და გელაშვილის კარგი გადაცემები ვერ გამოიყენა.

შესვენების მერე "ზესტაფონი" მოედანზე სხვაგვარად დამუხტული გამოვიდა, "დინამო" კი პირიქით, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონს ვეღარ იცნობდით. მასპინძლები ისე თავისულად მოქმედებდნენ, თითქოს დონით თანაბარ მეტოქესა და უშუალო კონკურენტს კი არა, რომელიმე დაბალი ლიგის გუნდს ეთამაშებოდნენ. მეორე ტაიმში წამოსულ "გოლების წვიმას" კი შოთა გრიგალაშვილმა დაუდო სათავე. პირველი გოლისას უნდა აღვნიშნოთ ზესტაფონელთა მარჯვენაფლანგელის, თეიმურაზ ღონღაძის კარგი თამაში, იგი მარჯვედ გაექცა მეტოქეებს და საჯარიმოს დაუცველ ზონაში გააკეთა გადაცემა, იქ კი გრიგალაშვილმა ჯიღაურს დაასწრო და ულამაზესი გოლით გახსნა ანგარიში - 1:0.

ამან მასპინძლები "მადაზე მოიყვანა" და მეორე გოლსაც არ დაუგვიანია - გელაშვილის გადაცემის შემდეგ გრიგალაშვილმა ძლიერად დაარტყა, ლორიამ კი მოიგერია, მაგრამ თორნიკე გორგიაშვილმა ყველას დაასწყო და ტრიბუნები კიდევ ერთხელ ააგუგუნა - 2:0.

ამის შემდეგ "დინამოსაც" ჰქონდა მცირე გამონათება, კვეკვესკირის პასი ჩისკომ მკერდით მიიღო და ნახევარბრუნში სახიფათოდ დაარტყა. ამ ეპიზოდისას ბურთი კარში რომ წასულიყო, მეკარე უძლური იქნებოდა. სამაგიეროდ, უზადო გამოდგა ზესტაფონელთა კომბინაცია, გელაშვილმა დროული გადაცემით დვალი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და მანაც ლორიას ფეხებში გაუტარა ბურთი - 3:0.

მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. მართალია, 85-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა თექთურმანიძემ ოდიკაძის პასით პრესტიჟის გოლი გაიტანა, მაგრამ "დინამო" იმდენად დემორალიზებული იყო, რომ დარჩენილ დროში კიდევ ორი ბურთი გაუშვა და გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდა.

ძალიან ლამაზი იყო ზესტაფონელთა მეოთხე გოლიც. აქ შეცვლაზე აქტიურად შესული ბენაშვილის კარგი თამაში და გრიგალაშვილის შესანიშნავი გადაცემა უნდა გავიხსენოთ, როლის შემდეგაც ელიავამ ლორიას შანსი აღარ დაუტოვა. სხვათა შორის, ეს უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონის" საიუბილეო - მე-400 გოლი იყო. მასპინძლებმა ეს არ იკმარეს და 1 წუთში 401-ეც გაიტანეს - გელაშვილმა მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აქცია გოლად - 5:1.

მასპინძლებმა ლორიას გაძევებითაც იხეირეს - მომდევნო ტურში მარტვილში გასამართ რთულ მატჩში თბილისელები მესამე მეკარის, გიორგი ნადირაძის იმედად უნდა იყვნენ, რომელიც ლორიას გაძევების შემდეგ სულ რაღაც წუთნახევარი იდგა კარში.

ალექს გარსია: "ძალიან ცუდი შედეგია, ხუთი გაშვებული გოლის მერე რა უნდა ვთქვა? პირველი ტაიმის შემდეგ ასეთ შედეგს არ ველოდით. მაგრამ ფაქტია, რომ "ზესტაფონმა" ყველა კომპონენტში გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "რთული თამაში იყო. პირველი ნახევარი "დინამოს" უპირატესობით მიმდინარეობდა და მათ ბევრი მომენტიც შექმნეს, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, ბიჭებმა თავის თავში იპოვეს ძალა, უკეთ ათამაშდნენ და ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გარსია ინამუსე და ეხლა დატოვე კლუბი 4 ბურთით დინამომ საქართველოს ჩემპიონატში სულ 3 თამაში წააგო თასის 1/8 ფინალიდან დილამ გამოგაგდო თასის 1/8 ფინალიდან დინამო მესამედ გამოვარდა
ფიფიას თუ ტვინი აქვს თავში უნდა გაუშვას გარსია თუ არადა მე ამ გუნდის იმედი აღარ მაქვს
shako
10:43 15-12-2011
0
ცუდ დღეშია დინამო ჩემპიონატში მესამე ადგილზეა ვერავის ვერ უგებს დრო ჰქონდა გარსიას 6 თვე მაგრამ გუნდს არაფერი ეტყობა რომ წინსვლა აქვს სირცხვილია რომ დატოვონ ეს კაცი მწრთვნელად პირადად მივალ დღეს ბაზაზე რამოდენიმე ადამიანთან ერთად და გარსია წადის ვიყვირებ
vako
10:45 15-12-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული