კოლხეთი-სპარტაკი 1:0
1:0 მეგრელიშვილი (61)
კოლხეთი სპარტაკი
4-4-1-1 4-2-3-1
ბობღიაშვილი ძაგანია
ცხვიტარია თიბილაშვილი
ლომაშვილი ტეტუნაშვილი
ინწკირველი ბოიომო
მეგრელიშვილი მერეჩკო
პ. დათუნაიშვილი ვ. კილასონია
ქებაძე შონია
ცხადაია შალამბერიძე
მდივნიშვილი ჯიქია
გვალია შარაშენიძე
ციცხვაია მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
დ. მახარაძე ვ. ხაჩიძე
კოლხეთი
46. მდივნიშვილი - ლემონჯავა
90. ციცხვაია - გულუა
სათადარიგოები: ნადირაშვილი, გ. კილასონია, გოგონაია, შავგულიძე, წიქარიშვილი
სპარტაკი
46.კილასონია - მამუჩიშვილი
სათადარიგოები: დაუშვილი, ბურძენაძე, დეკანოიძე, ლობჯანიძე, ნარიმანიძე, მამასახლისი
გაფრთხილება: პ. დათუნაიშვილი (59), ქებაძე (87)
არბიტრი: დ.ხარიტონაშვილი
ორივე გუნდი საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად იბრძვის და ქუთაისურ მატჩს მათთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. შეხვედრას "სპარტაკი" უკეთესი
პირველი ნახევარი არცთუ კარგი სანახავი გამოდგა. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა და სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. მცირე უპირატესობას ნომინალური მასპინძლები ფლობდნენ. პირველი მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევაც მათ განახორციელეს. 29-ე წუთზე მეგრელიშვილის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან დარტყმული ბურთი ლაშა ძაგანიამ მოიგერია.
მალე ლაშა ქებაძემაც იაქტიურა და საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, თუმცა კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. ფოთელები შეტევებს განაგრძობდნენ და გვალიას მიეცა კარგი შანსი, მაგრამ ბოიომოს შეცდომით ვერ ისარგებლა. ტაიმის ბოლოს ცხინვალელებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის ბრწყინვალე შესაძლებლობა, მეტრეველი-შარაშენიძე-შალამბერიძის კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და ბურთი კარს საკმაოდ ააცილა.
მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო საყურებელი იყო. გუნდებმა ტემპს უმატეს და სახიფათო მომენტებმაც იმატა. თამაშის განახლებისთანავე სტუმრებს ჰქონდათ კარგი შანსი, თემურ შონიამ შესანიშნავი დრიბლინგით მცველებს გვერდი აუარა და შარაშენიძეს კარგი პოზიცია შეუქმნა, მაგრამ ცხინვალელთა შემტევმა უზუსტოდ დაარტყა.
რამდენიმე წუთში კი მეტრეველის სახიფათო თავური ასცდა მიზანს. ამასობაში ფოთელებიც გააქტიურდნენ, განსაკუთრებით მათი მარცხენა ფრთა გამოირჩეოდა, სადაც შეცვლაზე შესული გიორგი ლემონჯავა და დათო მეგრელიშვილი აქტიურობდნენ. ისინი დაცვით ფუნქციებსაც ართმევდნენ თავს და შეტევებშიც სახიფათოდ ერთვებოდნენ. სწორედ მეგრელიშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით გახსნეს ზღვისპირელებმა ანგარიში: მეგრელიშვილი ორ მეტოქეს გაექცა და საჯარიმოში ციცხვაიას გადააწოდა, მისი დარტყმული ბურთი წაქცეულ მეკარეს მოხვდა და მეგრელიშვილს მიუვიდა, რომელმაც ძაგანიას შანსი აღარ დაუტოვა - 1:0.
ცხინვალელებმა საფრთხე იგრძნეს და შეტევები გააძლიერეს. ხაჩიძის შეგირდებს ანგარიშის გათანაბრება საპასუხო შეტევისთანვე შეეძლოთ, მაგრამ რეალური შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან - შონიას უძლიერესი დარტყმა ბობღიაშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი შარაშენიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ხარიხას გადააცილა. მალევე მეტრეველს შეეძლო გატანა, მან მცველებს დაასწრო და ახლოდან შემობრუნებით დაარტყა, მაგრამ ააცილა. მე-80 წუთზე კი შონიას სახიფათო დარტყმა ბობღიაშვილმა მოიგერია.
დარჩენილმა დრომ ორმხრივ შეტევებში ჩაიარა. ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, ფოთელთაგან გვალიასა და ციცხვაიას სახიფათო დარტყმებია აღსანიშნავი, ცხინვალელთაგან კი შალამბერიძემ იაქტიურა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა შეტევის ბოლო ფაზაში ვერ იყოჩაღეს.
"კოლხეთმა" უშუალო კონკურენტის დამარცხებით საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა,"სპარტაკი" კი ამ მარცხის შემდეგ მე-9 პოზიციაზე ჩამოქვეითდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"