"თბილისში ცხადია მხოლოდ ვარჯიშით არ შემოვიფარგლებით, გვექნება სპარინგ მატჩები სხვადასხვა გუნდებთან. ჯერჯერობით ახალი არაფერია ახალი ფეხბურთელების დამატებასთან დაკავშირებით. თუმცა ამ საკითხზე რასაკვირველია ვმუშაობთ და ფეხბურთელებს აუცილებლად დავიმატებთ.
ამჟამინდელი შემადგენლობიდანაც, თუ არ ჩავთვლით დავით რაჟამაშვილის "ზესტაფონში" გადასვლას, ჯერჯერობით არავის დავმშვიდობებივართ. "დილას" თუ კიდევ სხვა რომელიმე მობურთალი დატოვებს,
თბილისური შეკრების დასრულების მერე 25-ში კი უკვე ანთალიაში გადავინაცვლებთ და იმედი გვაქვს იქაც ერთობ ნაყოფიერი მოსამზადებელი ეტაპი გამოგვივა", - გვითხრა ხორგუაშვილმა.
შეგახსენებთ დღესდღეობით "დილა" სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა და რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად საკმაოდ ძნელ ბრძოლაშია ჩართული.
საქართველოს თასის გათამაშებაში კი გორელები ნახევარფინალში არიან გასულები.
გორის ცენტრალურ სტადიონზე, როგორც ამასწინათ გაუწყებდით ახალი მინდვრის საფარი უკვე დაიგო. ამ თვალსაზრისით სიახლე ისაა, რომ დასავლეთი ტრიბუნის დემონტაჟი ბოლომდე დასრულებულია და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისად ხელახლა აგებაც მალე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"