ლიგების რეიტინგში საქართველო 35-ეა

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) არაერთ ისეთ რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვისაც საყურადღებოა.

ძირითადად, მსოფლიოს საკლუბო რეიტინგს გაგაცნობთ ხოლმე, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას იმ რეიტინგზე შევაჩერებთ, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციას მსოფლიოს საფეხბურთო ლიგები ჰყავს შეყვანილი.

IFFHS-ის კვლევების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი ლიგა მსოფლიოს ეროვნულ ჩემპიონატებს შორის 35-ე ადგილზეა, რაც, ვფიქრობთ, ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ჩვენი ჩემპიონატი ამ პოზიციას შვედეთის პირველობასთან იყოფს.

საქართველოს ჩემპიონატი ისეთ ლიგებს უსწრებს, ირანი, სერბეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ნორვეგია, ხორვატია, უნგრეთი,
ბულგარეთი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და სხვები რომ არიან.

მსოფლიოს საფეხბურთო ლიგების საუკეთესო ათეული IFFHS-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი
2. ინგლისი
3. ბრაზილია
4. პორტუგალია
5. საფრანგეთი
6. გერმანია
7. იტალია
8. არგენტინა
9. ჰოლანდია
10. ჩილე
...35.საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
d- რომელ რეიტინგზე საუბრობ. ახლა ვნახე უეფას რეიტინგი და იქ საქართველო 24-ე :))) ადგილზეა, მაგრამ შენ ალბათ სხვაზე ლაპარაკობ. ლინკი მომეცი თუ არ შეწუხდები
barca6
10:45 13-01-2012
0
ობიექტური რეიტინგი აქვს უეფას და ის ნახეთ.
იმ რეიტინგს რა ვუთხარი, ჩვენს ჩემპიონატს ნორვეგიისაზე მაღლა რო დააყენებს:)
თავის მოტყუება რა საქციელია? ვიღაცის რაღაცა რეიტინგის შედეგები ვის აინტერესებს, როცა ნაღდად ვიცით, რა დღეშია ეს ჩვენი უბედური ჩემპიონატი?
0

სიახლეები პოპულარული