ლიგების რეიტინგში საქართველო 35-ეა

AutoSharing Option
"ლელოს" მკითხველისთვის კარგადაა ცნობილი, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია (IFFHS) არაერთ ისეთ რეიტინგს აქვეყნებს, რომლებიც ქართველი მკითხველისთვისაც საყურადღებოა.

ძირითადად, მსოფლიოს საკლუბო რეიტინგს გაგაცნობთ ხოლმე, თუმცა ამჯერად თქვენს ყურადღებას იმ რეიტინგზე შევაჩერებთ, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციას მსოფლიოს საფეხბურთო ლიგები ჰყავს შეყვანილი.

IFFHS-ის კვლევების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი ლიგა მსოფლიოს ეროვნულ ჩემპიონატებს შორის 35-ე ადგილზეა, რაც, ვფიქრობთ, ურიგო შედეგი არ უნდა იყოს. ჩვენი ჩემპიონატი ამ პოზიციას შვედეთის პირველობასთან იყოფს.

საქართველოს ჩემპიონატი ისეთ ლიგებს უსწრებს, ირანი, სერბეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ნორვეგია, ხორვატია, უნგრეთი,
ბულგარეთი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და სხვები რომ არიან.

მსოფლიოს საფეხბურთო ლიგების საუკეთესო ათეული IFFHS-ის ვერსიით ასე გამოიყურება:

1. ესპანეთი
2. ინგლისი
3. ბრაზილია
4. პორტუგალია
5. საფრანგეთი
6. გერმანია
7. იტალია
8. არგენტინა
9. ჰოლანდია
10. ჩილე
...35.საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი საფრანგეთის, პორტუგალიის და ბრაზილიის ჩემპიონატები ჯობია გერმანიისას და მეორე საქართველოსი ჯობია სერბეთის, ხორვატიის და ნორვეგიისას :-) რა სისულელეა...
Giorgipirweli
11:37 12-01-2012
0
მაგარია. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ეს თითქმის ოფიციალური დოკუმენტია. მე მახსოვს როგორ გვებლატავებოდნენ მეზობლები: ჩვენი ჩემპიონატი ჯობიაო. აი ეს უნდა აჩვენო და დამთავრდება.
ramo
12:58 12-01-2012
0

სიახლეები პოპულარული