ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ზუგდიდის "ბაიას" 20 წლის ნახევარმცველთან იმერლებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, თუმცა იანვარში, შეკრებისთანავე, ფეხბურთელმა ხერხემლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს შეკრებაზეც არ წაჰყოლია.
გუგუჩიამ მზადება ინდივიდუალური პროგრამით სულ ახლახან დაიწყო. კლუბში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ამიტომ იმედია, ახალგაზრდა ფეხბურთელი სწრაფად შეძლებს რეაბილიტაციის პროცესის გავლას და მოედანზე დაბრუნებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"