საქართველოს ჩემპიონატი. მუჯირი გოლით დაბრუნდა, ზესტაფონი ზუგდიდში წაიქცა

AutoSharing Option
ყურადღების ცენტრში იყო მატჩები ფოთსა და ზუგდიდში. კარგა ხნის პაუზის შემდეგ "ფაზისზე" თბილისის "დინამო" სტუმრობდა. ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანმა 3:1 გაიმარჯვა. როგორც "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდი გვაუწყებს, სტუმარი მე-7 წუთზე ხმალაძის გოლით დაწინაურდა. 26-ე წუთზე გვალიამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ტაიმი მაინც "დინამომ" მოიგო - 38-ე წუთზე კოშკაძემ რობერტინიოს პასით ისარგებლა - 1:2.

მეორე ტაიმში კახა კაჭარავამ ორივე ახალწვეული ათამაშა. მოედანზე ჯერ ლილუაშვილი გამოჩნდა, მერე კი 12-წლიანი განშორების შემდეგ - დავით მუჯირიც. "ლოკომოტივის" ყოფილმა ნახევარმცველმა ეს ფაქტი გოლითაც აღნიშნა - თამაშის დასრულებამდე
6 წუთით ადრე ჯუისი ზუსტ გადაცემას აკეთებს მუჯირის მისამართით, რომელიც კარის წინ მარტო რჩება და წერტილს უსვამს მატჩს - 1:3.

მეორე მარცხი იწვნია "ზესტაფონმა", რომელმაც პირველიდან მე-5 ადგილზე ჩაინაცვლა. ზუგდიდელთაგან ორივე გოლი გიორგი მეგრელაძემ გაიტანა. პირველ შემთხვევაში (23-ე წუთი) მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს შორეული ძელისკენ შეუცვალა მიმართულება, 58-ე წუთზე კი კარგად გათავისუფლდა მეურვისგან და ცაციათი ბურთი ცხრიანში დააჭედა. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა წინამძღვრიშვილმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო - დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი დაბალ კუთხეში მოათავსა - 2:1.

"ოლიმპმა" ბერიაშვილისა და გეწაძის გოლებით "სპარტაკს" მოუგო, "სიონი" და "ვიტ ჯორჯია" კი უგოლოდ გაისარჯნენ. ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს ოთხი ლიდერი ჰყავს.

ოლიმპი-სპარტაკი    2:0
კოლხეთი-დინამო    1:3
ბაია-ზესტაფონი      2:1
სიონი-ვიტ ჯორჯია 0:0

პარასკევს

სამტრედია-ტორპედო 1:0
                     თ    მ    ფ    წ    ბ    ქ
1. დინამო        4   2   1  1    5-3    7
2. ოლიმპი       4   2   1  1    4-2    7
3. ვიტ ჯორჯია  4   2   1  1   6-5    7
4. ბაია             4   2   1  1   4-3    7
5. ზესტაფონი    4   2   0  2   7-4    6
6. კოლხეთი      4   1   2  1   3-3    5
7. სიონი          4   1   2  1   1-3    5
8. სამტრედია     4   1   1  2   5-7    4
9. სპარტაკი       4   1   1  2   5-8    4
10. ტორპედო    4   0   2  2   1-3    2

ტურის მატჩებზე უფრო ვრცლად კვირას და "ლელოს" ორშაბათის ნომერში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული