მეორე ტაიმში კახა კაჭარავამ ორივე ახალწვეული ათამაშა. მოედანზე ჯერ ლილუაშვილი გამოჩნდა, მერე კი 12-წლიანი განშორების შემდეგ - დავით მუჯირიც. "ლოკომოტივის" ყოფილმა ნახევარმცველმა ეს ფაქტი გოლითაც აღნიშნა - თამაშის დასრულებამდე
მეორე მარცხი იწვნია "ზესტაფონმა", რომელმაც პირველიდან მე-5 ადგილზე ჩაინაცვლა. ზუგდიდელთაგან ორივე გოლი გიორგი მეგრელაძემ გაიტანა. პირველ შემთხვევაში (23-ე წუთი) მან კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს შორეული ძელისკენ შეუცვალა მიმართულება, 58-ე წუთზე კი კარგად გათავისუფლდა მეურვისგან და ცაციათი ბურთი ცხრიანში დააჭედა. მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა წინამძღვრიშვილმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო - დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი დაბალ კუთხეში მოათავსა - 2:1.
"ოლიმპმა" ბერიაშვილისა და გეწაძის გოლებით "სპარტაკს" მოუგო, "სიონი" და "ვიტ ჯორჯია" კი უგოლოდ გაისარჯნენ. ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატს ოთხი ლიდერი ჰყავს.
ოლიმპი-სპარტაკი 2:0
კოლხეთი-დინამო 1:3
ბაია-ზესტაფონი 2:1
სიონი-ვიტ ჯორჯია 0:0
პარასკევს
სამტრედია-ტორპედო 1:0
თ მ ფ წ ბ ქ
1. დინამო 4 2 1 1 5-3 7
2. ოლიმპი 4 2 1 1 4-2 7
3. ვიტ ჯორჯია 4 2 1 1 6-5 7
4. ბაია 4 2 1 1 4-3 7
5. ზესტაფონი 4 2 0 2 7-4 6
6. კოლხეთი 4 1 2 1 3-3 5
7. სიონი 4 1 2 1 1-3 5
8. სამტრედია 4 1 1 2 5-7 4
9. სპარტაკი 4 1 1 2 5-8 4
10. ტორპედო 4 0 2 2 1-3 2
ტურის მატჩებზე უფრო ვრცლად კვირას და "ლელოს" ორშაბათის ნომერში